• რეკლამა
  • კონტაქტი
03:16, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ალია ავტორი - ალია
14:31 10-30-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

“კეიპაქსი” — სარეკლამო კომპანიაა, რომელიც ქართული ბიზნესებისთვის ქმნის ისეთ ბრენდირებულ პროდუქტებს, რომლებიც ორიგინალურობითა და ხარისხით გამოირჩევა.

„კომპანიის მიზანია, ბიზნესს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ბრენდი ხელშესახები, სასარგებლო და დასამახსოვრებელი ნივთებით გააცოცხლოს“, – “კეიპაქსის” თანადამფუძნებელი, ირაკლი ცქიტიშვილი.

კომპანიის ისტორია 2018 წლიდან იწყება. ირაკლი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ სფეროში, აგროვებდა გამოცდილებას სხვადასხვა კომპანიის გუნდში და მკაფიოდ ხედავდა, რა აკლდა ბაზარს — მოქნილობა, გამბედაობა და ინდივიდუალიზმი. სწორედ ამ ხედვის გაზიარებით შეიქმნა ,,კეიპაქსი’’. „თეონა ალთუნაშვილი ჩემი კოლეგა იყო. როდესაც მივხვდით, რომ ორივეს ერთი სურვილი და ხედვა გვქონდა, ერთად გადავწყვიტეთ ,,კეიპაქსის’’ დაფუძნება. მაშინაც და დღესაც, ბრენდის მისია უცვლელია: ბრენდირებულ პროდუქტებში უნდა იგრძნობოდეს ბრენდის ხასიათი“.

კომპანიის სერვისი სრულ ციკლს მოიცავს – პროდუქციის მოძიებიდან და იმპორტიდან ბრენდირებამდე. ნივთებს “კეიპაქსი” ჩინეთიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და თურქეთიდან იღებს, შემდეგ კი ქართული ბრენდებისთვის აქცევს პერსონალიზებულ, სტანდარტებზე მორგებულ პროდუქტად. კონკურენცია ამ ბაზარზე მაღალია, თუმცა “კეიპაქსი” მომხმარებლებს, ერთი მხრივ, სთავაზობს ფართო კატალოგს, მეორე მხრივ კი, ჩინეთში პარტნიორ ქარხნებთან ამზადებს სრულიად ახალ, custom made დიზაინს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია ბრენდთან ერთად შექმნას პროდუქტი, რომელიც არავის აქვს – ფორმით, ფერით, ფუნქციითა და დეტალებით განსხვავებული.

“კეიპაქსმა” პირველი წელი საკუთარი ფინანსური რესურსებით დაიწყო, მაგრამ უკვე 2019 წელს დადგა საჭიროება, დამატებითი სახსრები მოეძიებინათ.

„თიბისის როლი ძალიან დიდია “კეიპაქსის” განვითარების გზაზე. ჩვენი მომხმარებლებისგან სრულ საავანსო ანგარიშსწორებას არ ვითხოვთ, ამიტომ 2019-ში თიბისის მივმართეთ, საკრედიტო ხაზის მოთხოვნით, მეტი ფინანსური მოქნილობისთვის. თიბისი პირველივე ცდაზე დაგვთანხმდა და საკრედიტო ხაზი გამოგვიყო. 7 წელია, თიბისითან ვთანამშრომლობთ, რაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი კომპანიის შეუფერხებელ მუშაობაში”, – ამბობს ირაკლი.

,,კეიპაქსის’’ გამორჩეულობა ბაზარზე მხოლოდ მიწოდების არეალსა და ფასების მოქნილობას არ ეფუძნება. აქ, ერთდროულად სამი ფაქტორი იყრის თავს: ფართო არჩევანი, ხარისხის კონტროლი და კრეატიული ბრენდირება.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved