პროგრამისტი, ბლოგერი, უჩა აბაშიძე:
“დღეს 8-ზე არის აქცია
რომელზეც, როგორც უკვე 1000-ჯერ მირტყეს, არადა მეც მაგას ვამბობდი
უნდა დაფიქრდეთ მარტივად: ევროპისკენ ხართ თუ რუსეთისკენ
თუ ევროპისკენ – მოდიხართ აქციაზე
კი, ჯამში ყველას ერთმანეთი არ გვევასება
მარა “პატომ რაზბირიომსია” (მე კი მინდოდა “სნაჩალა რაზაბრაცცა” მარა გადამიარეს ზევიდან)
ეხლა ეგ ბაზარია, რო მოიკრიბო ძალა, მიუხედავად იმისა რო თვლი რო “მე მივალ თუ არა რა აზრი აქვს”
მიუხედავად იმისა რო “აუ ის არ მევასება, ეს არ მევასება”
მიუხედავად იმისა რო “რავი, რო შევიკრიბებით მერე რაა როო?”
გადადო ეგ ზუზუნი გვერდით და გამოხვიდე 8-ზე რუსთაველზე
არაფერი არ შეიცვლება, პროსტო ყველა ერთად, დავინახავთ თბილისის რა ნაწილს გვინდა დასავლეთი და რა ნაწილს არ უნდა
გადაიღებენ ვიდეოებს და სურათებს და აჩვენებენ ვიოლა ფონ კრამონებს
იმ იდეით რო
მართლა ეგრეა – უკრაინას და მოლდოვას აძლევენ კანდიდატობას იმიტო რო “ეხლა კი დიდად არ იმსახურებენ, მარა სწორი ვექტორი უკავიათ”
და ჩვენ არ გვაძლევენ იმიტო რო “მეტად კი ვიმსახურებთ, მარა მივექანებით ტრაკში ასე თუ გავაგრძელეთ”
ანუ უხეშად რო ვთქვათ, ზოგადად, ევროპა რამე მისაღები გამოცდები კი არაა, თუ არ უნდა საერტოდ არ მიგიღებს არასოდეს, სუ რო ოქროსავით ქვეყანა იყო
და თუ უნდა – მაინც მიგიღებს, სულ არაფრად რო არ ვარგოდე
და ამ ნდომა არ ნდომას, იმენა ეგრე ბანძად და მარტივად – წყვეტს “შენ ჩვენი ძმაკაცი ხააარ თუ არ ხააარ?”
ვსიო, ანუ ევროპის ოჯახის არის ოჯახი და შენ თუ არ იტყვი რო “თქვენთან ვარ ძმებო” და მათ მტრებს არ ეტყვი “ევროპის მტერი ჩემი მტერიც არის” – არ ყოფილხარ “ძმა” და ჰა, ხოდა სინამდივლეში ეგ ბაზარია, მაგ მთავარ კრიტერიუმში, “კაცობაში”, ჩავიჭერით და არა იმაში რო ფურცელზე მამენტ, ჯერ კიდევ ვჯობივართ უკრაინასაც და მოლდოვასაც მონაცემებში.
ხოდა ამიტომ მისასვლელია რუსთაველზე, საჩვენებელია რო “ძმები ვართ, პროსტო ესენი ან გამოფხიზლდებიან, ან წავლენ”
და მერე ალბათ 25-ში ისევ მოგვიწევს სიარული (24-შია ბოლო გადაწყვეტილება)
ანუ ვერ გავიგე რატო არ გვაქვს უფლება ქვეყანას, გამოვუცხადოთ უნდობლობა – მთავრობას
ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება ეგეთი პროცესი, აგიცურდათ ძმაო ფეხი – გიცხადებთ უნდობლობას, გადადექით, გადაალაგეთ რაც შეგეშალათ
არაა ეს ძმებო დანაშაული, ჩვეულებრივი, ძალიან ლეგიტიმური, დემოკრატიული, ლიბერალური მოთხოვნაა
და ამ მოთხოვნის აღსრულების მიმდევრობითი ნაბიჯებიც არსებობს მსოფლიო დემოკრატიის გამოცდილებაში, ყველაფერი იწწყება სწორი მოთხოვნით
მერე შეიქმნება პროტესტის ლიდერების ჯგუფი
მერე ლიდერების ჯგუფი ესაუბრება მთავრობას ვისი გადადგომა და რა პირობები იქნება საკმარისი
მერე მიდის კონსულტაციები და უამრავი ნაბიჯი არსებობს, რა თქმა უნდა შუაგზაზე კომპრომისით
მარა მთვარია მთავარობას არ მივცეთ საშუალება ეს ამხელა ჩაფლავება – ჩააკატავონ რიხინ რიხინით
და ძვირი ფასი დაუჯდეთ, ეს მნიშვნელოვანია უშუალოდ გადარჩნისთვისაც, და მნიშვნელოვანია იმისთგვის რო შემდეგმა მთავრობებმაც იცოდნენ რო – ხალხის ქუჩაში გამოსვლამდე არ უნდა მიიყვანო საქმე თორე მერე დაგერხევა
კომენტარები