• რეკლამა
  • კონტაქტი
05:30, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

ალია ავტორი - ალია
14:14 05-14-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

ტექნოლოგიები დღეს პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და სწორედ განათლება ქმნის შესაძლებლობას თავად გახდე ამ პროგრესის ნაწილი. სწორედ ამიტომ, თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით, აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების შექმნას IT მიმართულებით. ამჯერად, თიბისი IT აკადემია მსურველებს მთელი საქართველოდან სთავაზობს 2 უფასო კურსს: GetData და Quality Engineering & TestAutomation.

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში მონაცემები ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების ერთ–ერთმთავარ რესურსად იქცა. შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალებზე, რომლებიც შეძლებენ მონაცემების დამუშავებას, ანალიზსა და მათზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ როცა საქართველოს ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ, თიბისი IT აკადემიამ თიბისის Data გუნდთან თანამშრომლობით შექმნა GetData პროგრამა, რომელზეც მიღება უკვე მეორედ გამოცხადდა. პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებიდან 10 სტუდენტი უკვე თიბისის თანამშრომელია.

რაც შეეხება Quality Engineering & Test Automation კურსს,პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ხარისხის ინჟინერია დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და პერსპექტიულ პროფესიად ითვლება, რადგან კომპანიებს სჭირდებათ სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამების გამართულ მუშაობას, შეცდომების დროულ აღმოჩენასა და პროცესების ავტომატიზაციას. აღნიშნულ პროგრამაზე მიღება თიბისი IT აკადემიაში უკვე მე-14-ედ მიმდინარეობს. პროგრამას ჯამში 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავს და თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის გუნდის 43% სწორედ IT აკადემიის კურსდამთავრებულია.

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც საკუთარ მომავალს ინოვაციებსა და მუდმივ განვითარებას უკავშირებენ. თუ გჯერა, რომ შენი მომავალი ტექნოლოგიებშია და გსურს კარიერის დაწყება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დარეგისტრირდი IT აკადემიის პროგრამებზე.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved