ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“აღდგომას ეკლესიაში წასვლა–არ წასვლასთან დაკავშირებით, ასეთ კითხვას დავსვამ:
ქართული მართლადიდებელი ეკლესიის მესაჭეს, კათალიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს დავუჯერო, რომელიც მეუბნება, რომ მოდი ეკლესიაშიო თუ იმ სასულიერო პირებს, ექიმებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ სახლში დავრჩე?
ყოველგვარი მიეთ–მოეთის, “გაუფრთხილდი საკუთარ და სხვის სიცოცხლეს” და ამგვარი შეგონებების გარეშე, ვისაც შეგიძლიათ, მოკლედ და კონკრეტულად მითხარით–რომელს დავუჯერო?”
კომენტარები