• რეკლამა
  • კონტაქტი
09:37, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კათოლიკოს-პატრიარქმა საშიშად ორაზროვანი ქადაგება წარმოთქვა” – ლევან სუთიძე

ალია ავტორი - ალია
21:21 07-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,773

ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ საშიშად ორაზროვანი ქადაგება წარმოთქვა:

“პეტრე მოციქულმა გამოავლინა ასევე საოცარი სიმამაცე, როდესაც არ შეეშინდა და გეთსიმანიის ბაღში მღვდელმთავრის მონას მოუქნია მახვილი. თქვენ გახსოვთ, მერე უფალმა განკურნა ის მონა.

და აი, როდესაც ჩვენი თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედა ღვთისმშობელს, როგორც პეტრემ, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები”.

მეორე აბზაცში კათალიკოზი მრევლს გაბედული სიტყვისკენ მოუწოდებს, რაც სრულიად გასაგები და, მეტიც, მისასალმებელია, მაგრამ რა შუაშია ეს პეტრესთან? ან მის “სიმამაცესთან”?

პატრიარქი მხედველობიდან რჩება, ან განგებ უვლის გვერდს, რომ მაცხოვარი არა მხოლოდ ამრთელებს მონის ყურს, არამედ პეტრეს კიცხავს:

“მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება. ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც.”

ანუ, პეტრე მოციქული მოიქცა არა მამაცად, არამედ ურწმუნოებითა და ცოდვილი გზით სცადა ღვთის გამოქომაგება – ფიქრობდა, რომ ძე ღვთისა იმდენად სუსტია, რომ მის მკლავს საჭიროებს. ვინ გგონივარ, შენი ძალადობით გამოსარჩლებას რომ ვსაჭიროებდეო? ეკითხება მაცხოვარი.

ლუკასთან ეს ამბავი ასეა:

“როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი?”

პეტრე არ ელოდება პასუხს:

“დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო იესომ თქვა: მოეშვით, კმარა”

კმარაო – ეს სიტყვა ქრისტეს სახელით მოძალადე ისეთ ექსტრემისტებს მიემართებათ, როგორსაც მისმა უწმიდესობამ ამასწინათ უმასპინძლა.

კარგი იქნებოდა თუ კათოლიკოს-პატრიარქი შემდგომში ამგვარ ორაზროვნებას ნათელს მოჰფენს, რომ უნებლიეთ ვინმეს არ უბიძგოს მკრეხელობისკენ, ამით კი ხელი შეუწყოს სატანური მწვალებლობის გავრცელებას.

ამ კორექციას სწორედ ამიტომ ვწერ.

პეტრე-პავლობას გილოცავთ.

ქრისტეს კათოლიკე ეკლესიის მნათობნი შეგვწეოდნენ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved