• რეკლამა
  • კონტაქტი
07:27, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარზე ზარი დაირეკა, გავაღე, ნიკა დგას – უნდა დამმალოო…” – ნატო ჩხეიძე

ალია ავტორი - ალია
01:19 03-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

„სერიიდან:

ცხადსიზმარიანა… წუხელ ნიკა მელია მესიზმრა. კარზე ზარი დაირეკა. გავაღე. ზღურბლზე ნიკა დგას.

– გამოვიქეცი ციხიდან, შენ უნდა დამმალო.

– კარგი, დაგმალავ. აქეთ წამოდი – ვეუბნები.

ბინის მეორე მხარეს გამყავს.

-შენ ამ ოთახში იყავი.

– რობოკოპები მომდევენ, უნდა შეაჩერო – მიბარებს ნიკა

– კარგი – ვპირდები – რობოკოპები რომ მოვლენ, შენ მაშინვე ამ კარიდან გადი, მერე გვირაბს გაივლი, გვირაბი მდინარესთან გაგიყვანს, იქ ტივია, ტივი მდინარის მეორე მხარეს გადაგიყვანს, მეორე მხარეს ცხენი დაგხვდება, მოახტი იმ ცხენს და ჩახვალ პარიზში-მეთქი, დაწვრილებით ვუხსნი გაქცევის გეგმას.

თან ახლავე მტრედსაც ავაფრენ წერილით, რომ იქ დაგხვდნენ- ვაგულიანებ.

კარზე ისევ ზარია.

ვაღებ.

რობოკოპები დგანან.

– მელია აქ არის? – მეკითხებიან.

– არა – ვპასუხობ.

– უნდა გავჩხრიკოთ.

– ვერ გაჩხრიკავთ, დეპუტატი ვარ – ვამბობ მე.

– როდისღა ხარ დეპუტატი?

– ვარ, როგორ არა ვარ – დაბეჯითებით ვპასუხობ

– რა, ხელფასს იღებ?

– არა, აცდენ სხდომებსო და არ რიცხავენ.

– სადეპუტატო დაზღვევა გაქვს?

– არა, სხდომებს აცდენო და დაზღვევაც მოხსნეს.

– კაბინეტი? მანქანა?

– არა, არა.

– აბა არ ყოფილხარ დეპუტატი.

– როგორ არ ვარ. ვარ – პირველ ნათქვამს არ გადავდივარ.

– რანაირად ხარ? განცხადება ხომ თვითონ დაწერე, აღარ ვარო? ხომ თვითონ დაწერე? – უკანდასახევ გზას მიჭრიან რობოკოპები

– დავწერე, დიახ, დავწერე – ვუდასტურებ მე, –

მაგრამ სიაში ვარ, დეპუტატების სიაში ისევ ვარ, არ მშლიან იმ სიიდან… აი, ასე, ვარ მე დეპუტატი და ვერ გაჩხრიკავთ.

– უკვე აშკარად შეუვალად ვამბობ და ამ ხუთი თვის განმავლობაში პირველად მიხარია, რომ დეპუტატის მანდატი ისევ მაქვს.

კეისრის სიმარჯვეს ვიჩენ, თან ვედებატები რობოკოპებს, დროს ვიგებ, რომ ნიკა მელიამ გვირაბ-ტივ-ცხენს მიაღწიოს და თან მტრედს ვაგზავნი პარიზისკენ ფეხზე წერილშებმულს…

ჩემთან მოდებატე რობოკოპები ერთს კი შეავლებენ თვალს აფრენილ მტრედს, მაგრამ არც არაფერი, გარეთ ხომ 21-ე საუკუნეა და მიფრინავს მტრედი თავისთვის სადღაც, რა არის აქ საჩხრეკიო, ფიქრობენ.

არადა, პარიზში მიფრინავს ჩემი მტრედი, ნიკა მელიას ცხენს დაახვედროს მეაბჯრენი.

სიზმარია.

ორი საუკუნე რა არის სიზმრისთვის. არც არაფერი…

ფერადი იყო ის სიზმარი, აბაა, მრავალფეროვანი და თანაც ფერადი.

ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?

იცის ვინმემ თქვენთაგანმა სიზმრის ახსნა?

პ.ს. ნიკას ხომ არ უღებენ ციხის კარებს ნეტავ? ბრიუსელიც იქვე არ არის, სულ ახლოს პარიზთან?“

თეგები: ნატო ჩხეიძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved