მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს:
,,ახლა ვნახე ჩვენი სტუდენტი გოგო, ერთი თვის გზის ფული მივეცი და პლიუს ხანდახან რომ ყავასა და ნამცხვარზე შევიდეს. მიხაროდა ძალიან და ღიმილი პირზე შემაშრა. მამამისი მეუბნება, სოციალური მოგვიხსნესო.
კარგით რა, ხალხო, კარგით რა, მართლა სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი. ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს, არ არის არანაირი შემოსავლის წყარო, სარწყავი წყალიც კი არ მოდის, რომ რამე მოიყვანონ. გასაგებია, რომ ითხოვს კანონი, უნდა გადაამოწმო, რომ მიხვალ და შეხედავ სახლს და დანგრევაზეა, რაღად უნდა შესვლა შიგნით, რა, ლიფტს გააკეთებდნენ თუ აუზს?! მიეცი რა ის ორი კაპიკი.
აქ ცხოვრება აღარ მინდა რა, რომელ ერთზე ვიდარდო, ან რამდენს დავეხმარები მე“











კომენტარები