ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
კარგი ამბები სლოვაკეთიდან: ორმაგი დარტყმა ფიცოსთვის სულ რამდენიმე საათში:
მისმა მმართველმა კოალიციამ პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა – კოალიციას მხოლოდ 75 მყარი ხმა დარჩა, უმრავლესობისთვის კი 76 არის საჭირო.
ამასთან, სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფიცოს მთავრობის მიერ მიღებული კანონის იმ ნორმის ნაწილი, რომელიც მუნიციპალიტეტებს საჯარო შეკრებებისა და დემონსტრაციების აკრძალვის ზედმეტად ფართო უფლებას აძლევდა.სერბეთში კი დააკავეს 9 მოქმედი და 1 ყოფილი პოლიციელი, რომლებსაც 2025 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სტუდენტებისა და მოქალაქეების წამებასა და დაშინებას ედავებიან. ათივე ეჭვმიტანილს 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ქარის მიმართულება იცვლება, ჟანრის კანონია.











კომენტარები