• რეკლამა
  • კონტაქტი
05:07, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კარგი ახალი ამბები იტალიიდან – ბოლო 24 საათის სტატისტიკა

ალია ავტორი - ალია
23:03 03-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1648 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 2-ჯერ და კიდევ უფრო ნაკლებია (კვირას ინფიცირების შემთხვევების დღიური მატება 3815 იყო). რეკორდულად მაღალია გამოჯანმრთელებულთა დღიური რაოდენობაც – გასული 24 საათის განმალობაში COVID-19 1590-მა პაციენტმა დაამარცხა, მთლიანობაში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 14 620-ს უდრის. ახალი მონაცემები დღეს საღამოს (ორშაბათი, 30 მარტი 2020 წელი) სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერენციაზე კომისარმა ანჯელო ბორელიმ წარადგინა.

სამწუხაროდ, ისევ მაღალია გარდაცვალების მაჩვენებლი – გასულ ერთ დღე-ღამეში 812 ახალი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 591-ს მიაღწია.

ამ დროისთვის იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან ოფიციალურად დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 101 739 შემთხვევა (გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით), ხოლო დღეისათვის პაციენტების რაოდენობა 75 528-ს აღწევს.

იტალიაში დაიწყო კორონავირუსის 5 ვაქცინის წინაკლინიკური გამოცდა. ყველა მათგანს ბიოტექნოლოგიური კომპანია Takis-ი ატარებს. შედეგებს მაისის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან, ხოლო ვაქცინების გამოცდა ადამიანებზე შესაძლებელია შემოდგომაზე დაიწყოს. ამის თაობაზე  ANSA-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Luigi Aurisicchio-მ განუცხადა. ვაქცინები ეყდნობა S-ცილის (Spike protein) სხვადასხვა რეგიონს – ეს ცილა არის ძირითადი იარაღი, რომლის მეშვეობითაც ვირუსი ადამიანის სასუნთქი ორგანოების უჯრედებს აზიანებს.

იტალიელი სპეციალისტების აზრით, კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული სტატისტიკის გაუმჯობესება უკვე შეიმჩნევა და უახლოეს დღეებში უფრო გამოხატული იქნება, რაც ნიშნავს, რომ პიკი მალე გადაივლის (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, პიერპაოლო სილერის თქმით, პიკი 7-10 დღეში იქნება მიღწეული) – გრაფიკული მრუდი, რომელიც ზემოთ მიიწევდა, ახლა უკვე პლატოს მსგავს გრაფიკას უჩვენებს და უახლოეს დღეებში ქვემოთ წამოსვლას დაიწყებს – რამდენად სწრაფი ტემპებით, ამას მიღებული ზომების ეფექტიანობა განსაზღვრავს.

ხელისუფლების წარმომადგენლები (მათ შორის, რეგიონების მთავრობების, განსაკუთრებით – ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონის, ლომბარდიის პრეზიდენტი ატილიო ფონტანა) მოუწოდებენ მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან  შეზღუდვების ზომები, რათა ოპტიმისტური პროგნოზები მალე რეალობად იქცეს.

წყარო – nostal.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved