• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კარგად დაიმახსოვრეთ, თქვენით უდგას სული ივანიშვილის რეჟიმს – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
19:37 10-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,104

ჟურნალისტი ვახო სანაია:

“ვისაც მთავარი საკითხიდან – კალაძის გადადგომიდან – დღეს ისარი ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ გადააქვს, ყველა არის რეჟიმის მთავარი საყრდენი.
ყველაზე საშინელი აქტორები ნინო ჯღარკავები და სხვა მათნაირი კი არ არიან, არამედ სწორედ ისინი – ვითომ პროდასავლურები, ვითომ ზრდილობიანები, ვითომ კულტურულები, რომლებიც აქ, ფეისბუქში, ბუდობენ, თავს იკატუნებენ, რომ ქოცობა უტყდებათ, სინამდვილეში კი მათი ქცევის ზედაპირული შესწავლაც კი ნათელს ხდის, რომ ძაფები სწორედ რეჟიმთან აკავშირებს.
ეს კატეგორიაა ივანიშვილის ძირითადი საყრდენი, რომელიც ყველაფერს უტარებს, ყველაფერს ,,უპრავებს” და თან საზოგადოებაში კაი ტიპებად სურთ დარჩენა. ყველა საკითხის გადღაბნას ცდილობენ.
ზუსტად ეს ამბავი ხდება ახლა ფეისბუქში :
,,ფოტოს ნუ აფრიალებთ” – თითქოს არ იციან, რომ ფოტო იფრიალებს, რადგან ის უკვე გავრცელდა და სოციალური ქსელების ბუნებიდან გამომდინარე, ამას ვერავინ შეაჩერებს. თითქოს არ იციან, როგორ აღმოჩნდა ეს ფოტო საჯარო სივრცეში.
აწესებენ მორალურ სტანდარტს, რომელიც უფრო მაღლა არ მიდის. მათი მორალური სტანდარტი კალაძის პასუხისმგებლობას ვერ წვდება.
მოდი ჯერ პოზიცია მითხარი, უნდა წავიდეს თუ არა კალაძე თანამდებობიდან; იქცევა თუ არა ამაზრზენად ამ ფოტოების გადაღებით და მერე შევეხოთ ყველა სხვა სტანდარტს. სხვაგვარად უბრალოდ ვირეშმაკობ და ერთ დეტალზე ჩაბღაუჭებით, ძირითად საკითხს გაურბიხარ. ფოტოებზე წერას შენგან მაშინა აქვს ფასი, თუ უკვე გამოხატე პოზიცია მთავარ თემაზე.
ესაა ზუსტად ის კატეგორია, რომელიც ბიძინას ტოვებს ხელისუფლებაში და თან ვითომ ევროკავშირი უნდა. სინამდვილეში ჩვეულებრივი კოკა მორგოშიები ხართ.
ამჯერად საჯარო სექტორში დასაქმებულებზე არ ვწერ. იქ ძირითადად ყველაფერი ნათელია.
ამ სტატუსში ვგულისხმობ გამოგონილ, ვითომ საშუალო ფენის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა სწორედ ბიძინასა და კალაძის ძალაუფლებაზეა გამობმული. ხელისუფლებასთან დაახლოებულ სადღაც დიდ კომპანიებში ნორმალურ პოზიციებზე დასაქმებული კატეგორია; ასევე რაღაც საკუთარი პატარა კომპანიების მეპატრონეები, რომელთა შემოსავალი სახელმწიფო პროგრამებსა და თანამდებობის პირთა მოწყალებაზეა დამოკიდებული, სადღაც რომ გაჭრილი აქვთ ,,კანალები” ნაცნობობით და რაღაც თანხებს იგებენ ასე ,,ბლატებით” ან ახლობლობენ ხელისუფლებასთან. მართლაც გამოგონილი კატეგორია, რომელიც ყველა დანაშაულსა და უბედურებას ,,აპრავებს.
მათ ფეიბუქზე ნახავთ ამ კაი კაცის – დევი მეზურნიშვილის შესახებ სტატუსებს; ანგელოზ მარიტას ფოტოებს; უკრაინის დროშასაც, მაგრამ არაფერს ამბობენ კალაძის პასუხისმგებლობაზე, სიტყვას ვერ დააცდენინებ ბიძინაზე, რომელმაც რუსეთად აქცია აქაურობა.
მარაზმია, როგორც იქცევით. კარგად დაიმახსოვრეთ, თქვენით უდგას სული ივანიშვილის რეჟიმს. სოციალური ქსელის მიღმაც, რამდენჯერ შემხვედრია ასეთი ხალხი ცხოვრებაში – სუფრებსა თუ სხვა სივრცეებში.”
თეგები: ვახო სანაიაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved