• რეკლამა
  • კონტაქტი
07:50, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კანონპროექტის მიღება არ განიხილება, იმის გამო, რომ ამით რადიკალური ლგბტ პროპაგანდისტები ისარგებლებთ” – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
15:18 05-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარტია არ აპირებს კანონპროექტის მიღებას, რომელიც “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვას ეხება. ცნობისთვის, “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ დღეს თქვა, რომ ამ თემაზე კანონპროექტის მომზადებას  გეგმავს.

მანამდე “ალტ-ინფომ” დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აკრძალული უნდა იყოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას.

“ქართულ ოცნებაში, ჩვენთან, არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, არ განიხილება, ამას აქვს თავისი არგუმენტები, მათ შორის მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება, მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. და მესამე, მე პირადად, და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის ბევრ წევრს, მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც შეიძლება მართალი აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს მართალი”, – თქვა მდინარაძემ.

მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს “ლგბტ პროპაგანდისტები” და “ლგბტ პროპაგანდა”, რაზეც მან თქვა, რომ მცირე კომენტარით ამ თემის ამოწურვა არ შეიძლება.

“ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ ნაცმოძრაობა, მისი კლასტერი და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება. გავიმეორებ, სამართლებრივი მოსაზრებების გამო, იმის გამო, რომ თქვენ რადიკალური ლგბტ პროპაგანდისტები, რადიკალური ძალები ამით პირიქით, შეიძლება ისარგებლებთ და მესამე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა”, – უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტს.

მისი მტკიცებით, არ დაუშვებენ, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს, მაგრამ ამისგან “ლგბტ პროპაგანდა” უნდა გაიმიჯნოს.

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved