• რეკლამა
  • კონტაქტი
19:06, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კანონმორჩილი ხალხი ვდგავართ, კბილებს ვაღრჭიალებთ ამ უსასრულო, უძრავ საცობებში და ამ დროს გავხედავთ საავტობუსო ზოლს, ე.წ. „ბასლაინს“ და ჩაგიშხუილებს 1, 2, 10, 50, 700 მანქანა“ – ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:08 10-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„საავტობუსო ზოლში უნდა დადიოდნენ ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები, ხანდახან სასწრაფო, პოლიცია, გარკვეული კატეგორიის თეთრი ტაქსები და ხანდახან ალბათ ოპერატიული მანქანები, რომლებიც კრიმინალურ შემთხვევაზე გარბიან და არიქა, რაღაც უნდა აღკვეთონ, მაგრამ ყოველდღე რას ვხედავთ თბილისის ქუჩებში – კანონმორჩილი ხალხი ვდგავართ, კბილებს ვაღრჭიალებთ ამ უსასრულო, უძრავ საცობებში და ამ დროს გავხედავთ საავტობუსო ზოლს, ე.წ. „ბასლაინს“ და ჩაგიშხუილებს 1, 2, 10, 50, 700 მანქანა დაბურული ჯიპი, არა ჯიპი, ძალიან რომ ჰგავს მთავრობის ხალხის მანქანებს, ზუსტად ისეთი მანქანები რატომ დაქრიან და დაშხუილობენ საავტომობილო ზოლში და არანაირი რეაგირება. ორ რამესთან გვაქვს საქმე – საპატრულო პოლიციამ უბრალოდ შეწყვიტა ფუნქციონირება და ცაში ბუზებს ითვლის, არ იმჩნევენ ამ განუკითხაობას და ეს მანქანები, მე რომ მგონია და რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის მანქანებია, შეიძლება სხვა მანქანებიცაა, მაგრამ პატრული არ იმჩნევს ამ ყველაფერს, ან საქმე გვაქვს ე.წ. ახლებურ “ნარუშილოვკასთან”. ადრე რა იყო? პოლიცია გაგაჩერებდა, თუ ჯიბეში, ის რაღაც უბედური საბჭოთა ყველაფრის დარღვევის უფლება ე.წ. ნარუშილოვკა თუ გქონდა, გაგატარებდნენ, ახლა ვიცით, რომ არსებობს პრაქტიკა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტული ავტომანქანის ნომერს თუ ამოიღებს საერთო ბაზიდან, არცერთი კამერა იმ მანქანას არანაირ დარღვევას არ დაუფიქსირებს, სულ რომ ღერძულა ხაზზე დრიფტი მოაწყო დღისით მზისით, მაინც არ მოგივა დარღვევა. როგორც ჩანს, ეს ახლებური, ტექნოლოგიური „ნარუშილოვკა“ დაარიგა ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ თავის ახლობლებზე, ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე, ოჯახის წევრებზე, საყვარლებზე, მეგობრებზე და როგორც ჩანს, ამ განუკითხაობას ვუყურებთ.

ჩემო ბატონო, თუ საავტომობილო ზოლია, მაშინ წესები უნდა დაიცვას ყველამ ან გავაუქმოთ, რაღას გვაწვალებთ და სულს გვხვდით საცობებში დგომით?! აგვიხსენით რაშია საქმე, მერმა, შს მინისტრმა, პოლიციის უფროსმა აგვიხსნას, რა ხდება?! ხალხმა გადაწყვიტა, რომ იშხუილოს საავტომობილო ზოლში და არავინ აჯარიმებს თუ მართლა „ნარუშილოვკებია“ და ამ ხალხის ნომრები ამოღებულია მონაცემთა ბაზიდან და არანაირ ჯარიმა არ მისდით?! აგვიხსენით, ამით გაცოფებულია მთელი თბილისი!“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved