• რეკლამა
  • კონტაქტი
09:16, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, ვიმსჯელოთ ეკლესიასთან ერთად“ – კობახიძე აბორტის თემაზე

ალია ავტორი - ალია
12:34 05-19-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ყოველთვის აკეთებდა ეკლესია განსაკუთრებულ აქცენტს აბორტზე და ამას აქვს კონკრეტული შედეგები – რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე, თუ რაიმე შეიძლება შეიცვალოს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ამ ტენდენციის გაუმჯობესებას, ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც საზოგადოებამ 17 მაისს, პატრიარქისგან მოისმინა.

„რაც შეეხება პატრიარქის ქადაგებას აბორტთან დაკავშირებით, ეს არ არის მისი პირველი ქადაგება, მანამდეც, მაგალითად, შარშან 17 მაისს გვახსოვს, რომ აბორტთან დაკავშირებით, მეუფე შიო, მაშინ მოსაყდრე, აკეთებდა განცხადებებს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოებისთვის. ყოველთვის აკეთებდა ეკლესია განსაკუთრებულ აქცენტს აბორტზე და ამას აქვს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, სტატისტიკას რომ შევხედოთ, რა შედეგი აქვს ეკლესიის ამ დამოკიდებულებას აბორტის მიმართ – მაგალითად, 2012 წელს, 39 000-ზე მეტი აბორტი გაკეთდა საქართველოში და შარშანდელი მაჩვენებელი არის 12 000-ზე ნაკლები. ამ პერიოდში კანონმდებლობა არ შეცვლილა. შობადობა ამდენით არ შემცირებულა და პირდაპირ კორელაციაც არ არის, რა თქმა უნდა, შობადობასა და აბორტს შორის. შობადობა შეიძლება შემცირდა, პირობითად, არ ვიცი, ზუსტი მაჩვენებელი, 20-30%-ით, მაგრამ 39 000-დან არის შემცირებული 12 000-მდე აბორტების რაოდენობა. ეს არის კონკრეტული მაჩვენებელი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმ ქადაგებების შედეგი, რასაც საზოგადოება ისმენს სასულიერო პირების მხრიდან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პატრიარქისგან 17 მაისს.

რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვიმსჯელოთ ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერო პირებთან ერთად კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე. თუ რაიმე შეიძლება შეიცვალოს, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ამ ტენდენციის გაუმჯობესებას, ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 17 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და დემოგრაფიულ საკითხებზე გამახვილა ყურადღება. პატრიარქის თქმით, თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“ . შიო მესამის განცხადებით, პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება.

„როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას“, – მიმართა პატრიარქმა სამების ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved