• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კანონის მიხედვით, სიგარეტის გაყიდვაც იკრძალება? – რისი გაყიდვის უფლება აქვთ მაღაზიებს? – მთავრობის განმარტება

ალია ავტორი - ალია
18:14 11-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

საქართველოს მთავრობა “წერტილოვანი ლოქდაუნის” ფარგლებში სავაჭრო ობიექტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ იმ მაღაზიებს, რომელთაც ახალი დაგენილების შესაბამისად საქმიანობის გაგრძელება არ ეზღუდებათ, არ ეკრძალებათ გაყიდონ ის პროდუქტები, რომლებიც მათ დახლებზე არის განთავსებული. 

თუმცა, არ აკონკრეტებენ, რისი განთავსების უფლება აქვთ დახლებზე…

თავად მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში საუბარია იმაზე, რომ რიგი დასახელების საქონლით ვაჭრობა მხოლოდ და მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში შეიძლება განხორციელდეს. დადგენილების თანახმად, მაღაზიებს აეკრძალათ გაყიდონ ის პროდუქცია, რაც არც სურსათის და არც პირადი ჰიგიენის კატეგორიას არ მიეკუთვნება. ეს აკრძალვა მთავრობის მიერ 26 ნოემბერს დამტკიცებული დადგენილებით არის განსაზღვრული და ის ქვეყნის 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.

სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოს” წარმომადგენლებმა BMG-ისთან საუბარში განაცხადეს, რომ მათ შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა მისცეს გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ სასურსათო და პირადი ჰიგიენის პროდუქციის გაყიდვები გაეგრძელებინათ. 

იურისტების შეფასებით, მთავრობის დადგენილება საკმაოდ ბუნდოვანია და ის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ რისი რეალიზაცია ეკრძალებათ და რა საქონლის რეალიზაცია არ ეკრძალებათ მაღაზიებს.

თუმცა თავად მთავრობის დადგენილების მიხედვით, შემდეგი აკრძალვბი არის დაწესებული:

“ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;

ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

დ) პრესის ჯიხურებს.“

სუპერმარკეტების ადმინისტრაციები დღეს დილიდან ცდილობენ გაარკვიონ, რა საქონლის რეალიზაციის უფლება შეუზღუდა მათ საქართველოს მთავრობამ. დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისების სიაში, ჯერჯერობით, არც თამბაქოს ნაწარმი არ წერია, რის გამოც, ზოგიერთმა სუპერმარკეტმა დროებით თამბაქოს ნაწარმის რეალიზებაც შეაჩერა. 

დღეს დილით გავრცელდა მაღაზიათა ქსელ “სუფთა სახლში” გადაღებული ფოტო, რომელიც მომხმარებლებს საახალწლო სათამაშოების რეალიზაციის დროებით შეჩერების შესახებ ატყობინებს, თუმცა მხოლოდ საახალწლო საქონელი არ არის იმ კატეგორიის პროდუქცია, რომელიც არც სურსათს და არც პირადი ჰიგიენის საგნებს არ მიეკუთვნება. ასეთია ჭურჭელი, საოფისე ინვენტარი (ქაღალდები; საწერი კალმები; რვეულები), წიგნები, ელემენტები და სხვა მრავალი დასახელების პროდუქტები.

წყარო – BM.GE

თეგები: შეზღუდვები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved