• რეკლამა
  • კონტაქტი
21:15, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კანონიერი ქურდი“ დავით გერლიანი ისევ დააპატიმრეს

ალია ავტორი - ალია
12:30 06-28-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,380

20 ივნისს, რუსეთში ნაფიც-მსაჯულთა სასამართლომ ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი“ დავით გერლიანი გაამართლა, რის საფუძველზეც მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, თუმცა “პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს და ამჯერად, საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

რუსეთის უშიშროების სამსახური კრიმინალურ “ავტორიტეტს“ ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას ედავება. 50 წლის დავით გერლიანის კრიმინალურ წრეებში “დათო სვანის“ სახელით იცნობენ. ის რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიაზე არაერთხელ არის დაკავებული და გასამართლებული.

ბოლოს გერლიანი ეგვიპტეში დააპატიმრეს და რუსეთს გადასცეს. საქართველოში დავით გერლიანის სახელი კრიმინალურთან ერთად, პოლიტიკურ სკანდალსაც უკავშირდება, კერძოდ 2016 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ის ოდესაში დააპატიმრა და საქართველოში გამოაძევა.

გერლიანმა უკრაინული პასპორტითა და ჩაჩიბაიას გვარით უპრობლემოდ გაიარა თბილისის აეროპორტის სასაზღვრო გამშვები პუნქტი და მომდევნო სამი დღის განმავლობაში აღარავის უნახავს. მისი დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 2016 წლის 22 ივნისს, ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველო-სომხეთის საზღვართან მოახერხა, საიდანაც გერლიანი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა. იმ დღეებში აქტიური განხილვის საგნად იქცა საკითხი, რატომ არ შეატყობინეს უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქართველ კოლეგებს „კანონიერი ქურდის“ ექსტრადაციის შესახებ და რატომ ვერ მოახერხა შსს-მ გერლიანის დაკავება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? საქმე ის გახლავთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს შესაბამისი შეთანხმებები, რომელიც უკრაინულ მხარეს ავალდებულებდა, დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარ ეცნობებინა.

გაირკვა, რომ უკრაინულმა მხარემ ცალსახად დაარღვია ზემოხსენებული შეთანხმებები, ვინაიდან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყნიდან განხორციელდა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დეპორტაცია, რომლის თაობაზეც ინფორმაცია რატომღაც ცნობილი გახდა არა ოფიციალური სტრუქტურებისთვის, არამედ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მაშინ, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ წინასაარჩევნოდ „კანონიერი ქურდების“ უპრეცედენტო კონცენტრაცია ხდებოდა.

მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კი დავით გერლიანთან დაკავშირებულ პროცესები „ოდესელების პროვოკაციად“ შეაფასა.შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა და რეგიონის ძალოვან უწყებებსაც საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსენები აკონტროლებდნენ. თავად დავით გერლიანი თავს პოლიტიკური თამაშების მსხვერპლად მიიჩნევდა.

მისი ადვოკატის თქმით, გერლიანი ოდესის ერთ-ერთი რესტორნიდან, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, სრულიად უკანონოდ მოიტაცეს და ასევე, უკანონოდ გამოამგზავრეს საქართველოში.

მოკლედ, საქართველო-სომხეთის საზღვარზე დაკავებული გერლიანი 2016 წლის 8 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 6500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან ქვეყანა მაშინვე დატოვა, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ ოდესაში დააკავეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved