კანადაში, კვებეკის პროვინციაში სასამართლომ ანტივაქსერ მამას 12 წლის შვილის ნახვა დროებით აუკრძალა. BBC-ის ცნობით, ეს იმუნიზაციაზე უარის თქმის საფუძველზე მშობლისთვის შვილთან ურთიერთობის აკრძალვის პირველი შემთხვევაა.
საქმის განხილვის ინიციატორი თავად კაცი იყო, მას არდადეგებზე შვილთან უფრო მეტი დროის გატარება სურდა. ბავშვის დედა კი წინააღმდეგი იყო. მან სასამართლოს წარუდგინა სოცქსელებში ყოფილი ქმრის მიერ გაკეთებული პუბლიკაციები, საიდანაც ირკვეოდა, რომ კაცი ანტივაქსერი და შეთქმულების თეორიების მომხრეა.
მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე აუცრელ მამასთან კონტაქტი მოზარდის ინტერესებში არ შედიოდა.
კომენტარები