კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ. რომ კანადა უკრაინას დასახმარებლად 8 ჯავშანმანქანას გადასცემს:
“დღეს ვაცხადებთ, რომ კანადამ დაასრულა კონტრაქტი რვა ჯავშანმანქანაზე, რომლებიც Roshel-ის მიერაა ნაწარმოები და რაც შეიძლება სწრაფად მივაწვდით მათ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს”, – დაწერა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, გასულ კვირას კანადამ უკრაინის ძალებს ასევე მიაწოდა M777 “ჰაუბიცები”, ასოცირებული საბრძოლო მასალა და Carl Gustaf-ის იარაღი.
კომენტარები