• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კამერებში ბაღლინჯოებია”; “თუ მიზანმიმართულად არ გაწამებს…’ – რას პასუხობს მოსამართლე დავით ღურწკაიას

ალია ავტორი - ალია
14:01 01-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,202

ფოტოკოლაჟი.- ტვ პირველი

4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა დავით ღურწკაიამ სასამართლო სხდომაზე საკანში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა თქვა, რომ ამ განცხადების ადრესატი პენიტენციური სამსახურია და არა – სასამართლო და სასამართლოს მხოლოდ მაშინ შეგიძლია მიმართო, როცა მიზანმიმართილი წამება და დამცირებაა. როგორც ჩანს, მოსამართლე თვლის  რომ თუ ნართლაც ბაღლინჯოებია საკნებში, ჰიგიენური ნორმების არდაცვა ციხის ადმინისტრაციის მიერ  მიზანმიმართული არაა.

ღურწკაია: 

ჩვენს კამერებში არის ძალიან ბევრი ბაღლინჯო, სისხლის მწოველი და კაციშვილი არ არის, დახმარება რომ ვთხოვოთ და ყურადღება მოგვაქციოს

მოსამართლე: 

სასამართლო ამ შემთხვევაში არ არის ადრესატი, ადრესატი არის პენიტენციური დაწესებულება. თუ რამე კანონშეუსაბამოა, პენიტენციურ დაწესებულებას მიმართეთ განცხადებით… დროის კარგვაა და მეტი არაფერი

ადვოკატი: 

არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი რომ გახდეს და შესაძლებელია, ეს გარემოება გახდეს… არ აქვს დაფიქსირების უფლება სხდომაზე?

მოსამართლე: 

დაფიქსირების უფლება არის იმ ნაწილში, თუ ვინმე მიზანმიმართულად დანაშაულს ჩადის პირის მიმართ, ეს ექვემდებარება წამებას, დამცირებას, არაადამიანურ მოპყრობას. მივიღე ინფორმაცია, რომ გარკვეული შეუსაბამო პირობებია. ძალიან კარგი და კვალიფიციური ადვოკატები გყავთ. მათ შეუძლიათ, ნებისმიერი ფორმით აწარმოონ იმ დაწესებულებასთან კომუნიკაცია, სადაც იმყოფებით. თუ რამე ჰიგიენური საშუალება არაა, თუ რამე პირობები არაა, ამ საკითხთან უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეს პატიმარს, ადვოკატს და დაწესებულების ხელმძღვანელს, ეს ხარვეზები აღმოიფხვრება.

სასამართლო დარბაზში ეს საკითხები რომ ვარჩიოთ, მე ისიც არ ვიცი პირობითად, ეს სიმართლეა თუ ტყუილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved