• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მათ, ვინც ბლეფს უწოდებს ამ პანდემიას – მარტივად აგიხსნით…”

ალია ავტორი - ალია
04:53 04-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში, წერს:

“მოვლენების და სიტუაციის კომპლექსურად აღქმის შეუძლებლობამ საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანებიც ჩერჩეტებად შეიძლება ზოგჯერ წარმოაჩინოს.
მაგალითად, გაუთავებელი კამათია კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობის პროცენტზე. ვინაიდან ჩამოყალიბებული და დასრულებული პლანეტარული მასშტაბის სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ ამჟამად სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი საოცრად ცვალებადობს. ზოგან ძალიან მაღალია, ზოგან კი მკვეთრად დაბალი. ცხადია, საბოლოოდ ეს მაჩვენებელი განზავდება და საერთო მაჩვენებელი დიდი ალბათობით გაუტოლდება გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, ან ძალიან ახლო იქნება მათთან.

ბოლოსდაბოლოს, ეს კორონაც კარგად ცნობილი რესპირატორული ვირუსების ოჯახიდანაა.
ახლა რაში გამოიხატება ე.წ. ცალფაზიან დამკვირვებელთა ფსიქოლოგიური მანიპულირება გაუთვითცნობიერებელ პუბლიკაზე, როდესაც ციფრების მანიპულირებით საკუთარი ნააზრევი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად გამოჰყავთ და პლანეტარული მასშტაბის ბლეფს უწოდებენ ამ პანდემიას; ცინიკური არგუმენტებიც არაერთი აქვთ; მაგალითად: შარშან გრიპმა უფრო მეტი მოკლა; ან ნახეთ ტუბერკულოზი რამდენს კლავს წლიურად და ასე შემდეგ.


მარტივ მაგალითს მოვიყვან ამ არგუმენტების ბოლის გასაფანტავად.
წარმოვიდგინოთ რომ რომელიღაც დიდ ქალაქში ყოველდღიურად ავარიაში კვდება 5-6 კაცი, წლიურად სადღაც დაახლოებით 2 200. დიდი ქალაქისათვის ეს ჩვეულებრივი სტატისტიკაა და არავინ შეიცხადებს, არც მორგებს და კლინიკებს დააწვება ეს მაინცდამაინც და რაც მთავარია, არც მოქალაქეთა კოლექტიურ ფსიქოლოგიურ განწყობას. ახლა წარმოიდგინეთ რომ იმავე ქალაქში ჩამოვარდეს უზარმაზარი ლაინერი და 300-400 ადამიანი დაიღუპოს ერთდროულად. მთელი ქალაქის სოციუმი ერთდროულად შეძრწუნდება და ფეხზე დადგება.
აი სწორედ ეს ხდება ამჟამად. უცნობი ვირუსი, გაურკვეველი ქცევებით, ძალიან შეკუმშულ დროის მონაკვეთში თავს დაესხა პლანეტას და იმ წარმოსახვითი ლაინერივით აფეთქდა, უამრავი ადამიანი შეიწირა. ფეხზე დადგა პლანეტა, დაიწყეს გამოძიება, მედია კონცენტრირებულად აშუქებს თითოეული ადამიანის ტრაგედიას; გამოჩნდნენ გმირები, შეიქმნა ათასობით ვერსია და ა.შ.
ამ დროს წარმოიდგინეთ რომ გამოტრაკუნდეს მავანი და განაცხადოს: – რა გაახურეთ ხალხო, 400 კაცი მოკვდა ბოლოსდაბოლოს, 2 200 კვდება ავარიით წელიწადშიო…
დანარჩენს თავად მიხვდებით, თავს აღარ შეგაწყენთ”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved