აშშ-ის შტატ კალიფორნიაში, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ BBC წერს.
კალიფორნიამ საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა რაც, შტატში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ვაშინგტონსა და ფლორიდაშიც.
არსებული ინფორმაციით აშშ-ში ახალი კორონავირუსით 11 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა, ვირუსი 16 შტატში დაფიქსირდა.
ბოლო მონაემებით მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 285-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი – 53 688-ია.
ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა.
კომენტარები