ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
არ გაინტერესებთ რატომ აირივნენ კალაძე და კობახიძე თვეებში? ანუ კალაძემ დააანონსა, აპრილში რაღაცეები მოხდებაო შტატებთან დაკავშირებით. კობახიძემ გუშინ, მე აპრილი არ მითქვამს, მე რა ვიცი რა უნდა მომხდარიყოო. მე მაისს ვამბობო. ნუუ, მაისში ვიცით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჩამოდის.
სინამდვილეში, ამბავი იყო ასეთი: კალაძე და მისი ძმაკაცები: არქის შეფი + ტრამპთაუერის მაშენებელი დანარჩენი ქოც ბიზნესმენები ძალიან ცდილობდნენ, რომ აპრილში საქართველოში ჩამოეყვანათ ერიკ ტრამპი, დიდი ზარზეიმით პროექტის საპრეზენტაციოდ. გეგმაში იყო ივანიშვილის რეზიდენციაში მიყვანა, “კარწინკის“ დადგმა ივანიშვილით, სავარაუდოდ ბერათიც და დიდი ბოლის დაყენება, რომ აი როგორ ალაგებს ივანიშვილი აშშ–სთან.თუმცა, შტატებში შტერი არავინ არ არის, რომ ამათ საშუალება მისცენ, ერთი კონკრეტული შენობის აშენების ლიცენზიის ყიდვა პოლიტიკურ გამარჯვებად გამოაცხადონ.ერიკ ტრამპმა ჩამოსვლაზე უარი თქვა.
სავარაუდოდ კალაძეს ცოტა ყურებს დაახევს ბ–ნი ბიძინა ამის გამო
















კომენტარები