დაკავებულია პროგრამისტი თემურ სარალიძე. მას ბორკილები პოლიციამ ცოტა ხნის წინ დაადო. თემურის მამა, მედიასთან ამბობს:
“დილით სამსახურში მიდიოდა, ჩამოვიდა და დააკავეს ეზოში, თავის მანქანასთან. მე ჩავყევი, ერთი მანქანა იქით იდგა “პადიეზდში”, მეორე – აქეთ. გუშინაც იდგნენ, მერე ახლობელმა ფოტო გადაუღო და შეცვალეს მანქანა. გუშინ ქციაზე არ ყოფილა, შაბათს იყო, ოღონდ მხოლოდ რუსთაველზე, რუსთაველის მეტროსთან, იქიდან მანქანასთან რომ ჩავიდა, იქ გააჩერეს. ყელზე ჰქონდა რაღაც შემოხვეული, ამას უნდოდა გადაღება, მაგრამ უფლება არ მისცეს. რაც მოვიდნენ ესენი მქონდა რაღაც იმედი, დღეის შემდეგ ესეც გადამეწურა, ყველა მხრიდან. ამათი ხმარდამჭერი ვიყავი, ახლაც კალაძეს მივეცი ხმა, დასაფიცი რა მაქვს. ახალგაზრდებს რომ ცხოვრებას უმწარებ, აბა, გამწარებული ვინ დარჩება.”
ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულს სასამართლოში ცოტა ხანში მიიყვანენ და პროცესიც დაიწყება.
კომენტარები