ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რას იზამს ალეკოოო? რას? რას იზამს ალეკო? და იაგო? იაგო?
ამასობაში, შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციის გაიმართება; მას – ბაიდენს, მეტად საინტერესო გუნდი მოჰყავს…
და, ჩვენ კი გაგვიდის: “რას იზამს ალეკო? ალეკო… ა-ლე-კო!”
“ჩრდილოეთი ნაკადი 2 აშენდება, ბაიდენი მერკელს შეხვდება….”
“რას იზამს ალეკო? იაგო? ვახო?”
ამერიკის კონგრესში, არ გაიკვირვოთ ახლა და, არა მხოლოდ ტრამპის, ბაიდენის და…. ობამას იმპიჩმენტის საკითხსაც განიხილავენ…
უი, ბოდიში – “რას იზამს ალეკო? ა-ლე-კო!”
ჩინეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკა შეიცვლება, ვარაუდი, რომ ბაიდენი მეტი დიალოგის მომხრეა, საფუძვლიანია….
სორრი – “რას იზამს ვახო? იაგო? პოლიტიკას შერჩენილი ერთადერთი ვაშაძე?”
2024 წელსო… 24 წელსო, საქართველო ევროკავშირში გაწევერიანებაზე შეიტანს განაცხადსო! ევროკავშირშიო. და კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ – რა არის კოპენჰაგენის კრიტერიუმები? ამას ვერავინ პასუხობს, ალბათ….
თუმცა, რა დროს ესაა – “რას იზამს ვახო? ვა-ხო! მეგრელა…” ესაა საინტერესო. ევროკავშირის დედაც!
“წავიდა? არ წავიდა! წავიდა! არ წავიდა! წავიდა… წავიდა! ნწ! დარჩა! ნწ. ნწ… დარჩა! წავიდა! წავიდა-მეთქი… მაინც დარჩა!”
“რას იზამს ალეკო? ალეკო… ალეკო…”
რუსეთმა აზერბაიჯანთან დაალაგა და სომხეთთანაც! ახალი პროექტების განხორციელება უნდათ!
“რას იზამს ალეკო?”
კალაძე მოერევა თუ გახარია? (ამ თემას კიდევ რა უჭირს).
ერდოღანმა თქვა, რომ მზადაა ახალი პროექტებისათვის და საერთოდაც, დასავლეთი მოღალატეა!
“რას იზამს ალეკო? ვახო? ვაშაძე?”
იააააჰ”
კომენტარები