• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კალაძე – “მეტროსადგურებში ე.წ. “გამტარებლების”შეღავათიანი ბარათები დაიბლოკება..!”

ალია ავტორი - ალია
12:40 02-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლები სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემთბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მონიტორინგის სამსახური კონტროლს ახორციელებს იმ პირების მიმართ, რომლებიც მათი ან სხვისი შეღავათიანი ბარათებით „ატარებენ“ მოქალაქეებს და ამით გარკვეულ სარგებელს იღებენ. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მონიტორინგის სამსახურს ბარათის ჩამორთმევის ლეგიტიმაცია ექნება და ასეთ ადამიანებს ბარათები დაებლოკებათ.

„მინდა გამოვეხმაურო, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებული იყო თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლები კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, ისინი სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, ჩვეულებრივ მგზავრებს სთავაზობენ გაატარონ საკუთარი აბონემენტით, ან ეს შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველის, სტუდენტის, ვინც სარგებლობს შეღავათიანი ბარათებით. არის 10 თეთრიანი, 20 თეთრიანი მგზავრობები, ამ ბარათებით „ატარებენ“ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას, გაატარებს და მათგან იღებს თანხას. ეს რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას და ასეთ შემთხვევებში ბარათები იქნება ბლოკირებული, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ასეთი უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს სრული უფლება აქვს, ჩამოართვას კანონდამრღვევს სამგზავრო ბარათი და დაბლოკოს. მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, ნუ შეეცდებიან, ხელი შეუშალონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს საქმიანობაში და ნუ ცდილობენ, წაახალისონ კანონდარღვევა. აქ არ არის პოლიტიკური კუთვნილება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, კანონდარღვევა როცა ხდება, ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. ამის წახალისება ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved