• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კალაძე:”ახლა ჩამოვედი მე აქ თბილისში და თაღლითურად მიწა მივიტაცე, მერე რა რომ 2 ბინა მაქვს, 3 მიწის ნაკვეთი რეგიონში..”

ალია ავტორი - ალია
12:10 02-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველა უკანონო მშენებლობის დემონტაჟი განხორციელდება, ხოლო მაცხოვრებლებს მიმართავს, რომ “თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდონ” და სახლები თავად დაშალონ.

“ახლა ჩამოვედი მე აქ თბილისში და თაღლითურად მიწა მივიტაცე, მერე რა რომ 2 ბინა მაქვს, 3 მიწის ნაკვეთი რეგიონში, არ ვარგა, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ. ასე რომ, მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში, ტყუილად არ დაგახარჯინონ თანხები იმისთვის, რომ იქ რაღაც მშენებლობები განახორციელონ. მოხდება ყველას დემონტაჟი, გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ, თავი არ ჩაიგდოთ უხერხულ მდგომარეობაში, თავი არ ჩაიგდოთ მძიმე მდგომარეობაში. ვისაც გაქვთ ეს უკანონო მშენებლობები შეგიძლიათ, მოგცემთ მაგის საშუალებას, თქვენთვითონ განახორციელოთ დემონტაჟი და შემდეგ შეგიძლიათ მასალა გამოიყენოთ და არ გაგიფუჭდეთ”, — განაცხადა მან.

კალაძის თქმით, მიუხედავად არაერთი პროვოკაციის, ქართული ოცნების ხელისუფლება “ბავშვების ინტერესებს” გვერდით არასდროს დებს. კალაძემ პირობა დადო, რომ არცერთი ოჯახი, რომელსაც ბავშვი ჰყავს და “მართლა უსახლკაროა” უყურადღებოდ არ დარჩება.

“მე მინდა განსაკუთრებით მივმართო ბავშვიან ოჯახებს — არცერთ თქვენგანს, ვინც დღეს უკანონოდ მიტაცებულ და შემდეგ უკანონოდ აშენებულ შენობებში იმყოფებით და გეშინიათ, რომ ქუჩაში დარჩებით, პირობას გაძლევთ, ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამაზე, და აი, როგორც ადამიანი ადამიანს, ადამიანურად გეუბნებით, რომ არ დარჩებით არცერთი უყურადღებოდ, ყველა იქნებით უზრუნველყოფილი”, — ამბობს ის.

მისივე მტკიცებით, კონკრეტული ტელევიზიები უკანონობას ახალისებენ. კალაძე მათ “დაფიქრებისკენ” მოუწოდებს.

“უკანონოდ სახელმწიფო მიწების მიტაცება და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიებით ამის წახალისება კატეგორიულად მიუღებელია. მინდა მივმართო, ასევე, ამ ტელევიზიებს, დაფიქრდით, რას აკეთებთ, თქვენ ახალისებთ პირდაპირ უკანონობას და ხვალ-ზეგ თქვენთან მოვლენ და თქვენ შეგექმნებათ იგივე პრობლემები და სახელმწიფომ და კანონმა უნდა დაგიცვათ”, — თქვა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved