• რეკლამა
  • კონტაქტი
06:01, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა ქემოკლიძის თქმით, მერობის კანდიდატად არველაძის დასახელება ჯერ გადაწყვეტილი არ არის

ალია ავტორი - ალია
04:16 07-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

თეორიულად საქართველოში, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ გავაკეთებთ გარკვეულ თეორიულ დაშვებას, რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას კანდიდატურაც განიხილება, მაგრამ ის, რომ აქტიურად ვმსჯელობდეთ ბატონი გახარიას კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით, ეს ასე არ არის, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ პარტიის დედაქალაქის მერობის კანდიდატზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე პარტია „საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად, პასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

„ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ.

განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე.

მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება.

ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ღირსეული ოპონენტი იქნება ბატონი კალაძისთვისაც და არამარტო კალაძისთვის. იქ სავარაუდოდ იქნებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დაასახელებს ოპოზიცია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ღირსეულ პოლიტიკურ ბრძოლაში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველას და რაც მთავარია გავიმარჯვოთ”, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

თეგები: აჩი არველაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved