• რეკლამა
  • კონტაქტი
21:33, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა ოქრიაშვილი: “მიველსამები იძულებით დეპუტინიზაციას „ღალატის პარტიაში“

ალია ავტორი - ალია
14:51 04-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,778

პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, კახა ოქრიაშვილი, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე გაკეთებულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს:

“ბიძინ-კობახიძის „ღალატის პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში, კერძოდ ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით. მათ აზრი ერთ დღეში შეიცვალეს, იმისდა მიუხედავად, რომ თვენახევარია ღიად პრორუსული რიტორიკით არიან დაკავებულნი, რაც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სიტყვიერი შეტევებით გამოიხატება. ისიც კი იკადრეს, თითქოს, უკრაინელებმა ბუჩაში დახოცილი ადამიანები დაალაგეს,  გენოციდის სურათი დადგეს და ამ საკითხში კარგი „მასწავლებლები“ ჰყავთ, ნაციონალური მოძრაობის წევრების სახით. ამის შემდეგ, უცებ, გონება გაუნათდათ და საპარლამენტო ვიზიტით მიემგზავრებიან უკრაინაში.

 

ყველასთვის საინტერესოა, რა მოხდა. რატომ გამოფინა ახალი დროშა „ღალატის პარტიამ“, რომელიც ბოლო ათი წელიწადია ცდილობს პროპუტინისტული პოლიტიკის გატარებას და ამისთვის რადიკალური ფრთაც კი ჩამოაყალიბა, „ალტინფოს“ სახით.

 

მოხდა შემდეგი:

  1. უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში. პუტინის რეჟიმი დამარცხდება და შედეგად, იმედია, რუსეთშიც დემოკრატიული პროცესები დაიწყება. ამ მოცემულობაში, ღალატისა და ქურდობის პარტიის ადგილი არ არის და ვერც იქნება!
  2. ბოლო რამდენიმე წელია, „ოცნება“ ღიად აიგნორებს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს და ყველა შესაძლო მეთოდით ზღუდავს მათ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე. „ღალატის პარტიის“ წარმომადგენლებს ეგონათ, რომ წინა წლების მსგავსად, ეს ყველაფერი ახლაც გაუვიდოდათ. თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურმა ანგარიშმა, „მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ“ ცხადჰყო, რომ არაფერი შერჩებათ, „ღალატის პარტიის“ ნამოქმედარი ილექება და მათ ერთბაშად მოუწევთ პასუხის გაცემა მრავალ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ საკითხზე!

სწორედ ამ ახალმა გარემოებებმა განაპირობა ახალი დროშის გადმოფენა და ე.წ. თვითდეპუტინიზაციის პროცესის დაწყება ბიძინ-კობახიძის პარტიაში. მომავალში, უნდა ველოდოთ „პლასტინკის“ სრულ ამოტრიალებას და ამ პირობებში, არც  რუსეთისა და პუტინის  გინებას გამოვრიცხავ  „ღალატის პარტიის“ მხრიდან.

 

მიველსამები ამ იძულებით დეპუტინიზაციას „ღალატის პარტიაში“.  სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ჩვენ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველებს მოღალატე და მოთამაშე ადამიანი გვმართავს!

თეგები: აშშბიძინა ივანიშვილიბუჩაირაკლი კობახიძეკახა ოქრიაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved