გამოცემა “თაიმერის” ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქართველოს მოქალაქის, კახა მიქაიას მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი წარმოებაში მიიღო.
სტრასბურგიდან გამოგზავნილი ოფიციალური წერილის თანახმად, განაცხადი სასამართლოს მიერ რეგისტრირებულია და მას შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭა.
სასამართლოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სარჩელი უკვე შეტანილია ECHR-ის მონაცემთა ბაზაში და საქმის განხილვის პროცედურა ოფიციალურად დაწყებულია.
საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესის შემდგომ ეტაპებზე გახდება ცნობილი.















კომენტარები