პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ქართული ოცნების წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
18 ივლისს, ქალი დეპუტატების მიმართ ძალის გამოყენებაზე საუბრისას დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხატია დეკანოიძეს უთხრა:
“თქვენი ნაციონალური მოძრაობის კაცები ამ ქალებს რომ წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან ეგ არ არის დისკრიმინაცია?”
დეკანოიძემ უპასუხა, რომ ეს ყველაფერი “მძიმე მოსასმენია” და პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდა.
კახა კუჭავა პასუხობს:
“ის, რომ ქალი ხართ, გაქვთ უფლება შეაწყვეტინოთ სიტყვა? ხომ ყველა თანაბარი ვართ?”
კომენტარები