• რეკლამა
  • კონტაქტი
09:50, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: ზაჰესში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რაც აღნიშნული დასახლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო

ალია ავტორი - ალია
14:13 09-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
302

თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, გლდანის რაიონში, კერძოდ, ზაჰესის დასახლებაში N50 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა.

საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა აღჭურვილია საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება, ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო ატრაქციონებითა და სათამაშო მოედნებით, ასევე ტერასა ღია აქტივობებისთვის.

„ზაჰესის დასახლებაში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ავარიული შენობა-ნაგებობა იყო, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ახალი შენობა აშენდა. ბაღი ყველანაირად მოწესრიგებულია და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დღეის მდგომარეობით, ბაღში 160 პატარაა რეგისტრირებული. აღნიშნული დასახლებისთვის ამ პროექტის განხორციელება პრინციპულად მნიშნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვაგრძობთ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რათა ჩვენი შვილები, მომავალი თაობები ნორმალურ, თანამედროვე, კომფორტულ ინფრასტრუქტურაში აღიზარდონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საბავშვო ბაღის ძველი შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, 2024 წელს დაიწყო ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის საბავშვო ბაღის მშენებლობა. დღეს ბაღმა პატარა აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში მიიღო, სადაც მათთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა.

N50 ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

კახა კალაძესთან ერთად, საბავშვო ბაღის ახალი შენობა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, გლდანის გამგებელმა ბესიკ კალაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

 

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved