• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – რუსეთი, ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ – ასეთი ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს – რატომ უნდა დასანქცირდეს ღვინო? პრობლემა რა არის?

ალია ავტორი - ალია
12:29 11-27-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

რუსული მხარე გვეუბნება, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში, უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის არგუმენტები და ახსნა-განმარტება, რატომ, პრობლემა რა არის? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსული მხარისგან ერთი მხრივ, ქართული ღვინის სანქცირება და მეორე მხრივ, უნივერსიტეტების დამეგობრებაზე საუბარი, ალოგიკური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და აძლიერებს ოპოზიციას. დედაქალაქის მერმა გამოთქვა იმედი, რომ ამგვარ ქმედებებს შეფასებები და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და მეორე მხრივ გვეუბნებიან, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ეს ხომ არალოგიკურია, ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ამ ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს ამ უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოყვება შეფასებები და მოყვება ასევე შესაბამისი რეაგირება,“ – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved