• რეკლამა
  • კონტაქტი
12:32, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე დიდუბის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
12:45 09-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ,  დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად, დიდუბის  მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

კანდიდატებმა დიდუბელებს უკვე განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში ჩააბარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის.

„გპირდებით, რომ ამ პატივისცემას დაგიბრუნებთ გაკეთებული საქმეებით, გალამაზებული ქალაქით, რითაც, დარწმუნებული ვარ, ყველა იამაყებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში მართლაც ბევრი პროექტი განვახორციელეთ. 2017 წლიდან მოყოლებული არ გავჩერებულვართ, დღე და ღამე ვმუშაობდით, რათა რაღაცა შეგვეცვალა, სიახლეები შემოგვეტანა და არსებული გაგვეუმჯობესებინა. გვაქვს კიდეც წინსვლა ყველა მიმართულებით, თუმცა კვლავ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ვერ მოგვარდება, თუმცა ახალგაზრდები ვართ, პროფესიონალების დიდი გუნდი გვიმაგრებს ზურგს და გვაქვს იმის რესურსი, რომ კარგი საქმეები ვაკეთოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის განხორციელება, სხვა რამდენიმე პროექტთან ერთად, პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო ვერ მოხერხდა, აუცილებლად განხორციელდება.

კახა კალაძემ ადგილობრივებს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„როდესაც ჩვენს ვსაუბრობთ ჩვენს წარმატებულ პროექტებზე, ასევე, განსახორციელებელ გეგმებზე, თუ საკრებულოში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი არ იქნა უმრავლესობით, მერწმუნეთ, შეუძლებელი იქნება მათი განხორციელება, გადაწყვეტილებების მიღება, ბიუჯეტის დამტკიცდება. სულ იქნება დაძაბულობა და ჩემთვისაც რთული იქნება ეს სამართავად. ამიტომ მინდა, გთხოვოთ გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა, ერთიანი ძალისხმევით გავუმკლავდებით ამ გამოწვევებს. სირთულეების არ გვეშინია“, – განცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამ რაიონის პრობლემები მისთვის კარგად ნაცნობია და მათ მოსაგვარებლად ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლოა ამ გზაზე სიარული. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს. მადლობას ვუხდი კახა კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის. წლების განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგეობაში ვმუშაობდი და კარგად ვიცნობ ამ რაიონს, ვიცი ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც დიდუბის წინაშე დგას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებ ყველა ამ პრობლემის მოსაგვრებლად“, – აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა.

წერეთლის სკვერის ფართობი 10 000 კვ. მ-ია. ტერიტორიაზე მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გარე განათების სისტემა, საჩრდილობლები, დამონტაჟდა საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები – დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ამასთან, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, პარკში განთავსდა ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები, რომლითაც ტერიტორიის კონტროლი 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან ასევე გაიმართა წერეთლის გამზირის  N99-ში, სადაც ავტოფარეხების ადგილზე სკვერი მოეწყო. მოსახლეობის თხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა და მათ ადგილას სკვერები გაკეთდა ასევე  N93-სა და  N101-ში. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას მირცხულავას ქუჩაზე მდებარე სკვერშიც შეხვდა. კახა კალაძის განცხადებით,  ავტოფარეხების ნაცვლად რეკრეაციული და დასასვნებელი სივრცეების მოწყობა თბილისის მერიის ინიციატივა იყო.

„ვაპირებთ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ მუშაობა, მეტი თანხა დავხარჯოთმ, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე, მეტი რეკრეაციული ზონა გავაჩინოთ დედაქალაქში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ადგილობრივებთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved