ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. არჩევნები არის შემოდგომაზე და დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაოა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას განუცხადა. კითხვა ეხებოდა, იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი.
„ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, იყო დედაქალაქის მერი. ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა. ყველაფერს ვაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან და თანამშრომლებთან ერთად, რომ ღირსეულად გავართვა თავი. ოთხი წელი მთავრდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრე ამაზე საუბარი“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები