დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, განაცხადა:
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ…”
შეგახსენებთ, დღეს თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:
„განიხილება ღია სივრცეებში პირბადის მოხსნაც. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამცდაარამც დახურულ სივრცეებში გაუქმებას.”
კომენტარები