• რეკლამა
  • კონტაქტი
09:43, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ჯერ რა დროს მეორედ მოსვლა არის, იდიოტები, სულელები ხართო…”

ალია ავტორი - ალია
02:45 03-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

,,ჯერ რა დროს მეორედ მოსვლა არის, ხომ არ გაგიჟდით, იდიოტები, სულელები ხართო…
ისე, ქრისტეს ეპოქაში მის მიმდევრებსაც იგივეს უწოდებდნენ, რადგან მწიგნობრების და ფარისევლების სასუფეველი, ფული, პატივი და დიდება იყო…
მეორედ მოსვლა მართლა სხვა რამ ხომ არ გგონიათ…
მეტი საშინელება რა უნდა მოხდეს.
თითქოს მშვიდ და უწყინარ მსოფლიოს თავს მოულოდნელად სიკვდილიანობა დაატყდა.
გაივსო მიცვალებულებით ქვეყნები და ქალაქები… პლანეტა დაიპყრო გაუნიკთხაობამ და ქაოსმა.
უფალი სახარებაში ამბობს, თქვენს თავზე თმის ღერიც დათვლილია. ვისაც ამ სიტყვების სჯერა, მიხვდება, რომ შემთხვევით არაფერი ხდება…
ზოგიერთი , ვითომ ძალიან მოწყალე და ჰუმანური გამოხტება და იტყვის, ღმერთს ნუ აბრალებთ, ღმერთი ასეთი არ არის, ამხელა ბოროტება რომ ჩაედინაო…
არა ბატონო, ღმერთი არა, ჩვენ გავბოროტდით და იმდენად აწყვეტილად ვიცხოვრეთ, იქნებ ამ უბედურებამ მაინც შეგვაჩეროს… ეს დასასჯელად არა, გამოსაფხიზებლად დაუშვა ღმერთმა…
სამყარომ დიდი ხანია ზურგი შეაქცია ქვეყნის შემოქმედს და მისი ადგილი პატივმოყვარეობის, დიდებისმოყვარეობის, ანგარების კერპმა დაიკავა…
ძლიერნი ამა ქვეყნისანი ,,ალაგებენ” პლანეტას… თავად წყვეტენ ვის რა განაჩენი გამოუტანონ და როგორ გადაანაწილონ პოლიტიკური თუ ეკონომიკირი მდგომარეობა. იმდენად დარწმუნდნენ საკუთარი უძლეველობით, რომ ღმერთის უფლებებიც შეითავსეს, მაგრამ SOS, ამის იქით ყველა უძლური აღმოჩნდა… მდიდარიც, ღარიბიც, მოხუციც, ახალგაზრდაც… ღმერთმა ,,საყელო” აუწია ბელადებს და უმძიმესი ფაქტის წინაშე დააყენა…
ვითომ ძალიან განვითარებული პლანეტა, რომელმაც მთვარეზე ლამის კორპუსები აღმართა, ,,გრიპის” წინაშე მხდალი და უსუსური აღმოჩნდა… მასობრივი სიკვდილის შესაჩერებელი წამალი ვერ გამოიგონა…
სად წავიდა მეტად წარმატებული, პროგრესული, დაწინაურებული, ცივილური მსოფლიო?!
სად და კინაღამ მოკვდა… რომ არა ისევ უფლის გულმოწყალება…
კარდინალები, პრეზიდენტები, იმპერატორები, სენატორები, ყველა ერთად ბაბილონის გოდოლის მაშენებლებს დაემსგავსა… კი, ლამის მთვარიდან დაგვიქნიეს ხელი, მაგრამ კიბის ბოლო საფეხური ჩაუტყდათ და ლეწვა-მტვრევით დაეშვნენ დაბლა…
ამ ყველაფრის გამო, ვისაც გონება ეყო სინანულში ჩავარდა, საჯარო გამოსვლები ლოცვით დაიწყო, ვინც შეუგნებელი, გაუგებარი არის, ისევ ისეთად მოგვევლინა და თავის ,,პროფესიას”, ღლიცინს და ცინიზმს მიუბრუნდა…
დედამიწა მაინც ტრიალებს ღერძის გარშემო და ვიდრე ჩასვლის დრო დადგა, სიკვდილამდე მაინც ნუ მოვკლავთ ერთმანეთს!..”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved