დეკანოზი, ილია ჭიღლაძე, მარნეულის ეპისკოპოსის წერილს პასუხობს და წერს:
დიდ სქემაშემოსილმა ეპისკოპოსმა ჯერ მორჩილი ჩაიგორე ლოგინში, მერე მისი დეიდაშვილი ცოლად გაიფორმე და კიდევ მე ვარ იქედნეს ნაშობი, შე თახსირო აფერისტო?! ეს დებილი და ზომბი მრევლი რომ კვერს უკრავთ, რამდენიმეს, ვინც მიზიარებიხართ და აღსარებაზე ჩემთან მოდიოდით: მერკოებო, მარიკოებო, მზიებო და ა.შ. ცეცხლად გექცეთ ჩემი ხელიდან მიღებული ზიარება და ჩემი შენდობის ლოცვა კი წყევლად, მათ შორის შენ თახსირო ვაი ეპისკოპოსო, გულის ამრევო ტვინგაყინულებო!
…
2021 წლის ტყუილ-მართლით არეული პოსტი ჩემი და მისი კონფლიქტის მიზეზების შესახებ დღეს გადააკეთა “ედით”-ით ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელანმა, ჩაამატა თავსართი ჩემზე “იქედნეს ნაშობი ილია ჭიღლაძის შურისძიების მიზეზებიო” და თუ იქედნეს ნაშობი ვიყავი, შარშან რატომ მომწერა და მომიკითხა დიდი “სიყვარულით”?! ან ის კი არ თქვა, ცილსმწამებსო, არა! შურს იძიებსო! არავითარ შურს არ ვიძიებ მე, მე ვამბობ და ვწერ ეკლესიის გათახსირებაზე და გაუბედურებაზე ამ ქვაბავაზაკების მხრიდან. ხოლო მე რომ სიმართლეს ვწერ და ვამბობ, თავადაც კარგად იცის და ნებისმიერმა ქვაბავაზაკმა ანაფორიანმა იცის და არც უარყოფს. მხოლოდ ამათ მიერ გამოთაყვანებული და დაზომბირებული ხალხი ვერ ხვდება ჯერ სიმართლეს და სირაქლემებად რჩებიან.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაცია ეპისკოპოსზე არც საპატრიარქოს და არც თავად ეპისკოპოსს ოფიციალურად არც უარჰყვია და არც დაუდასტურებია. იმ შემთხვევაში, თუ მათი კომენტარები გავრცელდება, მასალა განახლდება.
კომენტარები