• რეკლამა
  • კონტაქტი
19:01, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც 21-ე საუკუნეში სირცხვილია და ეს ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ, 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში რეგიონების განსავითარებლად, ინფრასტრუქტურა იქნება ეს, გზები, ხიდები, თუ წყალგაყვანილობა – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:00 09-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციების განხორციელებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით; სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ეფექტური გამოსავალი და ხსნა ამ მძიმე ვითარებისთვის, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დასაქმდეს ჩვენი მოსახლეობა, რომ შევქმნათ  მაქსიმალური დოვლათი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად.
„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ არის დამოკიდებული იმპორტირებული საქონლის დიდ რაოდენობაზე და ძალიან ბევრი იმპორტირებული საქონელი შემოდის. რა თქმა უნდა ეს, ერთის მხრივ ეტაპობრივად ჩაანაცვლებს იმპორტირებულ საქონელს, მეორეს მხრივ შექმნის ახალ საწარმოებს, ქარხნებს, ფაბრიკებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაახლოებით 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული. გვაქვს გეგმები, როგორ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, ახალი გზები, ხიდები. ჩვენ ახლა დავათვალიერეთ სწორედ რიკოთის მონაკვეთი, სადაც გრანდიოზული მშენებლობა მიმდინარეობს. მართლაც, რომ იტყვიან ისტორიული პროექტი მიმდინარეობს. შენდება 96 ხიდი, 53 გვირაბი – მართლაც უნიკალური პროექტია თავისი სირთულით, თავისი მასშტაბებით, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს გადაადგილებას. 3 საათში მოქალაქე ჩავა თბილისიდან ბათუმში, რაც არის ძალიან დიდი კომფორტი ყველასთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში სწორედ რეგიონების განსავითარებლად.
„ინფრასტრუქტურა იქნება ეს, გზები, ხიდები, წყალგაყვანილობა. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს 24-საათიანი წყალი. ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც რა თქმა უნდა 21-ე საუკუნეში არის სირცხვილი და ეს ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ, მალე უნდა მოვაგვაროთ. გაგრძელდება გაზიფიცირების სამუშაოები და უამრავი სხვა სამუშაო, რომელიც აუცილებელია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 120 მილიონი ლარის ღირებულების ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თქვენ გყავდათ და გყავთ ჯერ კიდევ მოქმედი მერი, ბატონი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ღირსეულად, ერთგულად, მთელი გულით და სულით ემსახურა ხარაგაულს და რომელიც ასეთივე ერთგულებით, თავდადებით ბოლომდე დაიხარჯება და გააგრძელებს ხარაგაულის და ხარაგაულელების მსახურებას. ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ვარჩევთ დიდი სიფრთხილით მერს, კანდიდატებს, რომლებიც მოემსახურებიან ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და გავიმარჯვებთ აუცილებლად ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი. ამას აუცილებლად მივაღწევთ თქვენთან ერთად, მეგობრებო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved