• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჯერ ევროპა დაუწესებს ივანიშვილს სანქციებს და მერე ამერიკაც აამოქმედებს მის წინააღმდეგ ბერკეტებს“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
22:29 06-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
572

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ევროკომისიამ რეზოლუციაში 12 რეკომენდაცია ჩაგვიწერა, თუ ამათ შეასრულებთ წელს, გაზაფხულზე განვიხილავთ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხსო. არადა, ეს თუ ეს  12 პუნქტი შეასრულეს  „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა, ეს იმას ნიშნავს, რომ  ავტომატურად უნდა დატოვონ ხელისუფლება თუ სახელისუფლებო ბერკეტები, ერთმაც და მეორემაც.  რა გამოდის,“ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს ევროკომისია ეუბნება, რასაც 10 წელი აშენებდით, ის ავტოკრატიული რეჟიმი 6 თვეში დაანგრიეთო?

– აშენებდა რომ ვინმე რაიმეს? რომელიმე კანონი ამ 10 წელიწადში შეცვალეს ხალხის სასარგებლოდ? არა, ბატონო. მანკიერი სასამართლო სისტემა დატოვეს? დატოვეს. დანაშაულში მხილებული სამართალდამცავები დატოვეს სისტემაში? დატოვეს.ცხოვრების დონე წინ წავიდა ქვეყანაში? არ წასულა. დაბრუნდა უცხოეთში გაქცეული ხალხი ქვეყანაში? პირიქით, ამ 10 წელიწადში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა. 10 წელი წინ მივდივართო, იძახიან და ატყუებენ ხალხს. რეალურად, უკან-უკან მიდოდა ეს ქვეყანა ეს 10 წელი. გვირაბის ბოლოს ველოდით სინათლეს და იქაც სიბნელე დაგვხვდა.

– მაშინ ეს 12 პუნქტი რატომღა ჩაწერა რეზოლუციაში ევროკომისიამ, როდესაც იციან, რომ არ შესრულდება? ნამუსზე ააგდეს ხელისუფლება?

– არა, რა ნამუსზე აგდება. ევროპას უნდა, რომ მიგვიღოს, გვეჩალიჩება, არიქა,თქვენი ჭირიმე, ქენით რაიმე, გააკეთეთ რაღაც, რომ მიგიღოთო. ამ მდგომარეობაში ვერ მიგვიღებდნენ და კიდევ 6 თვე მოგვცეს, იქნებ შეასრულონ ეს მოთხოვნები და მერე მოვიღოთო. თუმცა, რასაც ვუყურებ, რაც ხელისუფლების ლიდერების განცხადებებიდან ჩანს, 12 პუნქტს კი არა, იქიდან მართლა ერთ პუნქტს არ შეასრულებენ ესენი.

– ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებენ?

– ვფიქრობ, ეგრე იქნება. ჯერ ევროპა გადადგამს ამისკენ ნაბიჯს და ევროპა რომ დაასანქცირებს ივანიშვილს, მერე ამერიკაც აამოქმედებს მის წინააღმდეგ სანქციებს.

 

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved