ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის მეთაური პეტრე ტოლსტოი, რომელიც გუშინ ავროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად აირჩიეს, “ფორმულასთან” განცხადებას აკეთებს:
“საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ველოდებით რუსეთს. ჩვენ პრეზიდენტისგან და პარლამენტისგან ველოდებით ბოდიშს იმ ინციდენტისთვის, რომელიც ჩვენს კოლეგა გავრილოვს შეემთხვა. ამის შემდეგ განვიხილავთ ამ საკითხს”, — განაცხადა ტოლსტოიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მაისში თბილისში მიიღოს რუსეთის დელეგაცია და ამისთვის “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონსაც გვერდი აუაროს.
კომენტარები