• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯერ ამერიკამ მხოლოდ დააცემინა… ამ ესკალაციაში ქოცები ჩამოიშლებიან და აი რატომ…” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
16:45 05-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
364
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
მეგობრებო, მე ყალბი ოპტიმიზმი არ მჩვევია. პირიქით, მსაყვედურობენ ხოლმე, რომ სტრესავ ხალხსო. ვეთანხმები, ძალიან ფრთხილი ვარ მოლოდინების გაზრდასა და ოპტიმისტურ შეფასებებში.

მაგრამ დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. მგონი გამოჩნდა გამარჯვების გზა და აქ ავხსნი დეტალურად:

ქოცების სრული სიგიჟეები არ არის მხოლოდ სიგიჟე, ის პოლიტიკის ნაწილია. მათზე ქვეყნის შიგნით (ჩვენი მხრიდან) და ქვეყნის გარეთ (საქართველოს მეგობრების მხრიდან) მიმდინარეობს უპრეცედენტო ზეწოლა. ქოცები სწორად ფიქრობენ, რომ როგორც კი დათმობას და სისუსტეს აჩვენებენ, მაშინვე ჩამოშლისკენ წავა სისტემა, კოლაფსის სპირალში შევლენ.
ამიტომ, მათი არჩევანია ესკალაცია: დაგვემუქრებით? ჩვენ უფრო შორს წავალთ; კიდე მოგვაწვებით? უფრო მეტ სიგიჟეს გავაკეთებთ; ესკალაციაში ბოლომდე შევალთ და ესკალაციით გავიმარჯვებთ, ბოლოს თქვენ მოგიწევთ დანებებაო, ასე აქვთ ჩაფიქრებული.

დღეს დავინახე, რომ ამ ესკალაციაში ჩამოიშლებიან და აი რატომ:

მათი ძალის პროექცირების უკან დგას 2000-მდე კუნთიანი პოლიციელი; 84 გასვრილი ან უგონო პარლამენტარი; რამდენიმე მინისტრი და სულ ეგ არის.
აქეთ მხარეს ვდგავართ მოტივირებული ასიათასობით ადამიანი და საქართველოს დასავლეთელი მეგობრები.
შუაში დგას მძინარე უმცირესობა: ტელევიზორთან მჯდარი კოლექტიური ჯემალი ბიძიები, უკანა ხაზზე მდგომი არამოტივირებული პოლიციელები, ელჩები, საჯარო მოხელეები, ბიზნესი და მრავალი სხვა.

ზაფხულის განმავლობაშიც და არჩევნებამდე პერიოდშიც, ველი შემდეგ მოვლენებს:

1. გაგრძელდება და გაძლიერდება რეპრესიები. შეიძლება რამე დიდი შეთქმულების თეორიაც დადონ პროტესტისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მასობრივად დასაჭერად;
2. ამის პირდაპირპროპორციულად გაიზრდება დასავლური სანქციები. საქმეში ჩაერთვება ევროპაც და დიდი ბრიტანეთიც, გაიზრდება სანქცირებულთა სიები და სფეროები, ის მოიცავს ეკონომიკასაც;
3. ამ ესკალაციას ქოცებმა ესკალაციით უნდა უპასუხონ და პიკში ისეთ მოცემულობაზე გავიდნენ, როდესაც ჯემალი ბიძიასაც და დანარჩენ სეგმენტებსაც ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ რუსეთის ნაწილი ვხვდებით. მაგდა ანიკაშვილი ვეღარ უმტკიცებს საპირისპიროს, თავს ზემოთ ძალა აღარ აქვს;
4. ჯემალი ბიძია, პაპაშვილები, ელჩები და საჯარო მოხელეები აქამდე კი იყვნენ ჩუმად და შუაში, მაგრამ ჯემალის არ უყვარს რუსეთი და თუ აქამდე უმტკიცებდნენ “ეროვნულ საქართველოს” ვქმნითო, ახლა ხედავს რომ ეს რეალურად რუსეთის საქართველოა; არც პაპაშვილებს უნდათ მათი ბიზნესები შეეწიროს ამ სიგიჟეს; მგონი, არც ელჩების ნაწილია მზად ბოლომდე შეყვეს რუსეთში;
5. ჯერ ამერიკამ მხოლოდ დააცემინა და უკვე ვხედავთ პირველ ნიშნებს: გენერალური პროკურორი გადადგა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა კანონი უნდა შევცვალოთო, ხელისუფლების მომხრე საქართველოს ბანკმა ევროკავშირის დროშა გადმოკიდა, ჯაბა კანკავამ ევროპაზე არ წავალო და სხვა.
ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ყრუდ ითქმის, პირველი ნიშნებია, მაგრამ ეს ხმები გაძლიერდება ესკალაციის მსვლელობისას და ჩვენ დავინახავთ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას 2000 პოლიციელის, 84 დეპუტატის და რამდენიმე მინისტრის ამარა.
ასეთ მოცემულობაში, ხელისუფლება ან ოქტომბრამდე ვერ მივა ან მივა და გაყალბებას ფიზიკურად ვერ შეძლებს (მე ეს უკანასკნელი მირჩევნია). მე ეს დღეს დავინახე.
ჩემი აზრით, ხელისუფლება ესკალაციის წაგებულ სპირალში შევიდა. თუმცა, ამ სპირალიდან თუ გამოვა და დათმობს, მაინც წააგებს.
ამათ პუტინისგან განსხვავებული მოცემულობა აქვთ: პუტინმა პირველ საპრეზიდენტო ვადაში, ოცი წლის წინ გაანადგურა მედია და მისგან დამოუკიდებელი ბიზნესი; მან ააწყო ძალოვანი სტრუქტურების ზედმიწევნით მორჩილი ვერტიკალი; მან რუსულ საზოგადოებას შესთავაზა ის, რაც მას სურდა – სტაბილურობა და იმპერიისთვის ღირსების აღდგენა. დასავლეთმა რუსეთის სანქცირება დაიწყო მაშინ, როდესაც პუტინს შიდა წინააღმდეგობის ველი უკვე მოსუფთავებული ჰქონდა.
საქართველოში კრიტიკული მედია არსებობს, ბიზნესი მზად არ არის ივანიშვილის გამო გაკოტრდეს, ძალოვანი სტრუქტურების ერთგულება ორიოდ ათას კაცზე დგას; ბრმათათვისაც გამომზეურდება, რომ რეჟიმი საზოგადოებას სთავაზობს არა სასურველს, არამედ საძულველს – რუსულ სივრცეში დაბრუნებას.
და ეს ყველაფერი, პუტინისგან განსხვავებით, უნდა გააკეთოს ერთი ზაფხულის განმავლობაში და ეს უნდა გააკეთოს დასავლეთის დროული სანქციების ფონზე.
შეუძლებელი ამოცანაა.

ახლა მთავარი რა არის:

რეჟიმზე ზეწოლა არ უნდა შეწყდეს არც შიგნიდან, არც გარედან. შიგნით უნდა გაგრძელდეს პროტესტი და ბოლოსდაბოლოს პარტიებმა დაიწყონ პასუხისმგებლობის აღება; გარედან სანქცირება უნდა გაგრძელდეს და გაფართოვდეს.
ამ ლოგიკაში არის ჭორის დონეზე მოარული ორი ცვლადი:
1. თუ მართლა არსებობს აფხაზეთთან კონფედერაციის გეგმა და თუ შეძლებენ ამ გეგმის დამაჯერებლად წარმოდგენას არჩევნებამდე;
2. ამერიკელებმა გამოჟონეს, შეგვიძლია რუსებთან ქოცების კავშირების სადაზვერვო მტკიცებულებები წარმოვადგინოთ, რომელიც გააცამტვერებს მათ რეპუტაციასო.
ვერც ჯემალი ბიძია და ვერც X საქართველოს ელჩი ვერ მოითმენს თუ მოისმენს, რომ ესენი დავალებებს პირდაპირ რუსებისგან ღებულობენ.
ეს ჩვენ კი ვიცით, ბევრი გუმანითაც ხვდება, მაგრამ “ციხის კადრებს” სანამ არ ანახებ ერსა და ბერს, მანამდე ამ საქმეს წერტილი არ დაესმება.
მოკლედ, იმაზე ბევრად კარგადაა საქმე, ვიდრე შეიძლება ვფიქრობდეთ, მაგრამ წინ დიდი ბრძოლები, რისკები, გამბედაობები და წინააღმდეგობები გველის. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved