• რეკლამა
  • კონტაქტი
06:21, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
11:13 06-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის შვილი, ანა ჩიხლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„გუშინ დააკავეს მამაჩემი – ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე, ძალიან მძიმე ბრალდებებით და მას ახლა 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჩემთვის, ჩვენი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც მამაჩემს იცნობს ეს ამბავი აბსურდული და წარმოუდგენელია.

ირაკლი არის მართლა ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი და თავდადებული ჟურნალისტი, ვისაც ვიცნობ და ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ის მამაჩემია, ამას ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ვხედავდი, თუ რას მიუძღვნა პროფესიული გზა.

ყველაფერი ის, რასაც მამა აკეთებდა დაკავშირებული იყო საქართველოს კეთილდღეობასთან და მშვიდობიანი მომავლის განვითარებასთან. მან მასწავლა სიყვარული, სამართლიანობის პატივისცემა და ის, რომ პატრიოტობა არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის პასუხისმგებლობა, ღირსება და მსხვერპლის გაღებისთვის მზადყოფნა. ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ ჩვენ ოჯახს ხშირად ძალიან ძვირად უჯდება პატრიოტიზმი და საქართველოს სიყვარული.

2008 წლის აგვისტოს ომში ბიძაჩემის, ჟურნალისტი გიგა ჩიხლაძის რუსების მიერ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი ამ ტკივილს ყოველდღიურად ატარებდა, მაგრამ მას წამით არ მიუცია ამ ტკივილისთვის სიძულვილის გაღვივების უფლება. მან აირჩია ბევრად რთული გზა – დიალოგი, პროფესიონალიზმი და მშვიდობისკენ სწრაფვა, რაც ჩემთვის ყოველთვის გამაოგნებელი და შთამაგონებელი იყო.

ის მონაწილეობდა პროექტებში, რომლებიც აერთიანებდა ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მართავდა შეხვედრებს, რომელთა მიზანი ყოველთვის იყო საერთო ენის გამონახვა, სტერეოტიპების დამსხვრევა და საუბარი პროფესიულ საკითხებზე: ჟურნალისტურ ეთიკაზე, მედიაზე, კომუნიკაციაზე და იმაზე, როგორ შეიძლება ომითა და ოკუპაციით გახლეჩილი საზოგადოების წევრებმა ერთმანეთი კვლავ ადამიანებად დაინახონ.

მამაჩემს სჯერა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ სიმართლეზე, ღირსებაზე, დემოკრატიასა და მშვიდობაზე დგას.

დღეს მას ბრალს სდებენ ისეთ რამეში, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა.

ამ ეტაპზე საქმეს ჯერ კიდევ საიდუმლოობის გრიფი ადევს. მას შემდეგ, ბრალის წარდგენიდან გამოსულმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მსგავსი აბსურდი მას არ უნახავს. საქმეში არსებულ დოკუმენტებში საქართველო ნახსენები არ არის. წარმოუდგენელია ლაპარაკი ჯაშუშურ საქმიანობასა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლაზე.

ერთი რამ ზუსტად ვიცი: მე ვიცნობ მამაჩემს. ვიცი მისი ღირებულებები. ვიცნობ მის საქმიანობას და ვიცი, რომ მას ყოველთვის საქართველოს სიყვარული ამოძრავებდა.

ეს მხოლოდ მამაჩემის საქმე არ არის. ეს რეალურად ყველას გვეხება. ახლა საკითხი დგას იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. თუ დღეს არ ვიბრძოლებთ სიმართლისთვის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობისთვის, მაშინ ასე სათითაოდ დაგვჩაგვრავენ ყველას. ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, და უმოქმედობა მხოლოდ ამარტივებს ტოტალური უსამართლობისა და განუკითხაობის დაკანონებას.

დღეს ეს მამაჩემია – ჟურნალისტი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს კეთილდღეობას, მშვიდობასა და მომავალს მიუძღვნა. ხვალ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი თქვენთაგანი.

ჩვენ პატივს ვცემთ სამართლებრივ პროცესს, მაგრამ მოვითხოვთ გამჭვირვალობას, რეალურ მტკიცებულებებსა და სამართლიან დაცვას. არავინ უნდა განადგურდეს გასაიდუმლოებული ბრალდებებით, ზეწოლით ან შეთითხნილი ნარატივით.

მამაჩემმა მასწავლა საქართველოს სიყვარული. მან მასწავლა, რომ პატრიოტიზმი არ არის სიძულვილი, შიში ან დუმილი. პატრიოტიზმი არის ღირსება, სიმართლე, გამბედაობა დაპასუხისმგებლობა.

და ახლა, როცა მას 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ჩვენ ვერ და არ გავჩუმდებით.

ჩვენი ოჯახი ძალიან რთული სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადება. დაგვჭირდება მხარდაჭერა.

მივმართავ ყველას, ვინც იცნობს მას, ვინც იცის მისი საქმიანობა, ვისაც სჯერა სამართლიანობის, ან ვისაც უბრალოდ სჯერა, რომ ადამიანი რეალური მტკიცებულებების გარეშე არ უნდა გაანადგურონ.” – წერს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის შვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტის, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებული და დირექტორი ირაკლი ჩიხლაძე დააკავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved