• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯანდაცვის მინისტრი შეიცვლება” – რამდენი მინისტრის შეცვლას გეგმავს “ოცნება”? – გია აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
14:15 11-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“ქართული ოცნების” მინისტრთა მომავალი კაბინეტი, შესაძლოა, გადახალისდეს და ახალ კაბინეტში სულ მცირე, ორმა მინისტრმა თანამდებობა ვეღარ შეინარჩუნოს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც არ მალავს საკუთარ კეთილგანწყობას “ქართული ოცნების” მიმართ, “პრაიმტაიმთან” საუბრისას გამოთქვამს ვარაუდს, რომ ერთ-ერთი, ვინც შესაძლოა, მინისტრთა ახალ კაბინეტში ვეღარ მოხვდეს, ეკატერინე ტიკარაძეა:

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობაზე რჩებიან ძალოვანი მინისტრები – ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური. ასევე, თანამდებობაზე დარჩება მიხეილ ჩხენკელი, დავით ზალკალიანი, მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და თეა ახვლედიანი.

როგორც ანალისტიკოსს, მაქვს მოსაზრება, რომ გარკვეულწილად, ახალი მთავრობა გადახალისდება. შეიძლება, შეიცვალოს ორი-სამი მინისტრი, მეტი არა. თეა წულუკიანის განცხადებებიდან ისე ჩანს, რომ ის არ აპირებს პარლამენტიდან გამოსვლას და აღმასრულებელში დარჩენას, ასე, რომ შეიცვლება იუსტიციის მინისტრიც.

სამედიცინო წრეებზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ შეიძლება, ჯანდაცვის მინისტრი შეიცვალოს და ასევე, რომელიმე ფინანსურ- ეკონომიკური ბლოკის მინისტრი, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი შეიცვლება, თურნავა თუ მაჭავარიანი, რადგან მარჩიელობა გამომივა, თუმცა ველოდები, რომ ამ ბლოკში ცვლილებები მოხდება. ჩემი ინფორმაციით, დანარჩენი მინისტრები, სავარაუდოდ, თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, ინტრიგას არ წარმოადგენს ის საკითხი, თუ ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას. მთავრობის ხელმძღვანელი ისევ მოქმედი პრემიერი გახარია იქნება და ამის თაობაზე პარტია “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად წინასაარჩევნო პერიოდშიცე, 10 სექტემბერს განაცხადა.”

თეგები: 2020 არჩევნებიგია აბაშიძეგიორგი გახარიაეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved