• რეკლამა
  • კონტაქტი
02:51, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანდაცვა ბავშვების ვაქცინაციაზე ალაპარაკდა – “რას ვეუბნებით მშობელს? – ამერიკამ გადაწყვიტა 12 წლის ბავშვის აცრა და მოდი, შენც აცერი შენი 12 წლის შვილიო?”

ალია ავტორი - ალია
16:04 07-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში შესაძლოა ბავშვები ჩაერთონ. ინიციატივით ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყანაში, ე.წ. დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და მცირეწლოვნებზეც გავრცელდა.

ბავშვების ვაქცინაციის აუცილებლობაზე  ალაპარაკდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც.

ჯერჯერობით ზუსტი თარიღი როდიდან და რომელი ვაქცინაციით უნდა დაიწყოს ბავშვების აცრა უცნობია.

შეგახსენებთ, ციციშვილის კლინიკაში 3 ახალშობილი კოვიდინფიცირებულია. მათგან ერთს დელტა შტამი, იგივე ინდური ვარიანტი დაუდასტურდა. სამივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თუმცა, მათ დღემდე არ გაუციათ კითხვაზე პასუხი – “რას ვეუბნებით მშობლებს?” – შეგახსენებთ, ეს კითხვა, ზაზა წერეთელმა, “ალიას” მეშვეობით, ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში დასვა, როდესაც, პირველად დაიწყეს ბავშვების აცრაზე საუბარი.

ზაზა წერეთელი, ალია:

რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ეს გადაწყვეტილება – გამომდინარე იქედან, რომ ახალი შტამი უფრო ახალგაზრდებში გვხვდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, ნამდვილად აღარ სურთ ისევ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდეს სწავლა. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა არასრულწლოვნებიც აცრას. მე ვთვლი, მაინც კარგი იქნება, ჯერ დავაკვირდეთ, დაველოდოთ მეტ და მეტ კვლევას და მერე გადავწყვიტოთ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოში ხშირად ვიცით, გავიგონებთ რაღაც გადაწყვეტილების შესახებ რომელიღაც ქვეყანაში, ავიტაცებთ, ოღონდ საინფორმაციო კამპანიასაც არ ვიწყებთ, რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული. რას ვეუბნებით მშობელს? – ამერიკამ გადაწყვიტა 12 წლის ბავშვის აცრა და მოდი, შენც აცერი შენი 12 წლის შვილიო? მესმის, რომ ამერიკამ გადაწყვიტა, მერე ჩვენ რაო, გეტყვიან. ეს უნდა იყოს არგუმენტებით გამყარებული. გვიჭირავს ჯერ ხელში მყარი არგუმენტები? დაველოდოთ, ვნახოთ ახალი კვლევების შედეგები და მერე გადავწყვიტოთ, მით უფრო, რომ ჯერ ზრდასრული მოსახლეობაც არ გვყავს აცრილი. იმ ქვეყნებს, ვინც ამაზე მსჯელობს, ზრდასრული მოსახლეობის მეტი წილი ჰყავთ აცრილი. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ გვარგებს, პირიქით, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები უფრო აზიანებს პროცესს.

“რას ვეუბნებით მშობელს? – ამერიკამ გადაწყვიტა 12 წლის ბავშვის აცრა და მოდი, შენც აცერი შენი 12 წლის შვილიო?” – ზაზა წერეთელი
თეგები: ამირან გამყრელიძეეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved