• რეკლამა
  • კონტაქტი
10:51, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯაბას და კიტოვანს ეგონათ, რომ შევარდნაძე მათ ჩამოიყვანეს, არადა მწარედ შეცდნენ…” – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
21:11 06-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,966

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:

“ჩვენთან “ლაითად” და როყიოდ უყვართ თქმა, რომ სსრკ დაიშალა და ზოგი იმასაც ამატებს, ისედაც დაიშლებოდა, სულ რომ არ გეომაო.
მიმაჩნია, რომ სსრკ მაინც ფასადურად დაიშალა 1991 წლის ბოლოს. ნაწილობრივ დარჩა მისი “დიიფ სტეიტი”, სიღრმისეული სახელმწიფო, ხოლო მისი აქტორები დღემდე რევანშზე ოცნებობენ, რაც სსრკ-ს რესტავრაციას გულისხმობს. ეს წარმონაქმნი თითქმის 100-პროცენტიანად აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის ხელისუფლებებს, და სხვა სუბიექტებს თუ ვერ აკონტროლებს, თავისი საცეცები აქვს ყველა ყოფილ რესპუბლიკაზე.
იგი ეწევა ჰიბრიდულ ომებს, ეწევა “ნამდვილ” ომებსაც – მაგ. უკრაინაში, ქმნის კიბოსებურ, სიმსივნურ წარმონაქმნებს ყველგან (მაგალითად ღიად პრორუსული მოძრაობები, მედვედჩუკები უკრაინაში, პროყარაბახული ოპოზიცია სომხეთში, ისტორიის გამყალბებელთა ჯგუფები და ა.შ.)
ამიტომ ბევრმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ზვიადის სიტყვები 9 აპრილის მიტინგზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, “ბრძოლა ეხლა იწყებაო” და უჭირთ ასევე მერაბის წინასწარმეწტყველების გაგება, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის პერმანენტულად დაცვა.
დიახ, ამ საზარელ წარმონაქმნს თავისი პოლიტბიუროს დიადოხოსები დღესაც უნდა ჰყავდეს. ყველას სახელი და გვარი შესაძლოა არც ვიცოდეთ. მისი საბოლოო განადგურება დიდ ძალისხმევას, სამწუხაროდ სისხლს და მობილიზაციას მოითხოვს, მთელი მსოფლიოსგან, სხვათა შორის.
ამიტომ, როდესაც წერენ, რომ ზვიადი პუტჩისტებთან დამარცხდა, თანაც “სამოქალაქო ომში”, ეს მცდარი თეზისია. ზვიადის ხელისუფლება ფიზიკურად დაამხო სწორედ ამ “დიიფ სტეიტმა”, დაეხმარა რა პუტჩისტებს ყველანაირად. ეროვნულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ ამ წარმონაქმნის პირდაპირი აგენტები, მოსყიდულები, ასევე გაბრიყვებული, ანალიზის არც თუ ძლიერი უნარის მქონე ადამიანები, მათ შორის ბევრი კრიმინალიც.
იგივე სიღრმისეულმა სსრკ-მ ჩამოიყვანა საქართველოში ედუარდი. ჯაბას და კიტოვანს ეგონათ, რომ შევარდნაძე მათ ჩამოიყვანეს, არადა მწარედ შეცდნენ: შევარდნაძემ ჯაბა და თენგიზა ამავე საბჭოური “დიიფ სტეიტის” მხარდაჭერით ალაგმა. კაცი ისე გადადგა 2003 წელს, რომ კიდევ მათ ეფიცებოდა, თქვენიანი ვარო და იყო კიდეც.”
თეგები: კონსტანტინე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved