• რეკლამა
  • კონტაქტი
15:27, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იზიუმში აღმოჩენილი საფლავები სიცრუეა, იგივე სცენარია, როგორიც იყო ბუჩაში – პესკოვი

ალია ავტორი - ალია
16:50 09-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
A

A

Facebook-ზე გაზიარება
150

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, იზიუმში აღმოჩენილი საფლავები არის სიცრუე.

“ეს იგივე სცენარია, როგორიც იყო ბუჩაში. ეს სიცრუეა და რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს ამ ამბავში”.- თქვა პესკოვმა.

როგორც ამ დღეებში, დეოკუპაციის შემდეგ  გახდა ცნობილი უკრაინის ქალაქ  იზიუმში 450 ცხედარი აღმოაჩინეს, ამაზე თვით ზელენსკი იტყობინებოდა, მისივე იმცორმაციით, გვამების დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.

“დღეის მდგომარეობით 450 ცხედარია დაკრძალული, თუმცა არის სხვებიც, ბევრი ადამიანია ცალკე დაკრძალული, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ. გარკვეულ ტერიტორიებზე, ვხვდებით მთლიანი ოჯახის ცხედრებსაც”. – თქვა ზელენსკიმ.

თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ იზიუმში სისასტიკე ბუჩაში ჩადენილ დანაშაულს შეადარა. მან ასევე გაიმეორა კიევის მოთხოვნა, რომ შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის და რუსეთს “ტერორისტული სახელმწიფო” უწოდა.

“სავარაუდოდ, ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 1 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე აწამეს და მოკლეს”, – წერს რეგიონის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა ასევე თქვა,  რომ ევროკავშირი “ღრმად შეშფოთებულია” მასობრივი საფლავების აღმოჩენით და დასძინა, რომ გაერთიანება “ამ სიმხეცეს უმკაცრესად გმობს”

ამასთანავე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, იზიუმის გათავისუფლების შემდეგ ტყეში აღმოჩენილ მასობრივ საფლავში 6 წლის გოგონას, ოლესიას ცხედარიც იპოვეს.  როგორც გერაშენკო საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, ის ხარკოვის ოლქში ცხოვრობდა, გოგონას ცხედართან ერთად ტყეში იპოვეს მისი დედის ცხედარიც.

თეგები: დმიტრი პესკოვიიზიუმირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)
ახალი ამბები

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)

13:07 07-03-2025
თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
ახალი ამბები

თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

11:04 07-03-2025
თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved