• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილს 2,5 მილიარდი დოლარი მისცეს 2012 წელს რუსმა პატრონებმა” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:16 08-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,740

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს და წერს:

ივანიშვილი ბოლომდე ასრულებს თავის დაპირებებს, ოღონდ არა ქართველი ხალხისთვის მიცემულს, არამედ საკუთარი რუსი პატრონებისთვის, რომელთაც 2,5 მილიარდი დოლარი მისცეს 2012 წელს და ხელისუფლებაში მოიყვანეს ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგად.
ამ ღალატის „კომისიის“ დასკვნის, რომელიც ყველა სიტყვა ბინძური სიცრუეა, ძირითადი დებულებები პირდაპირ „ლიუბლიანგაზეა“ დაწერილი და მისი ამოცანაა 2008 წლის რუსულ აგრესიაში დაადანაშაულოს საქართველო, რომელიც მსხვერპლი იყო აგრესიის.
ამ ახალი სპეცოპერაციის მიზანი უფრო ფართოა, მათ სურთ ამოძირკვონ ქართველი ხალხის ისტორიული მეხსიერება, გააშავონ ვარდების რევოლუციის ბრწყინვალე მემკვიდრეობა და იმ 9 წელიწადში საქართველოს ფენომენალური წარმატება, რომელიც მთელი მსოფლიოს მიერ იყო აღიარებული, წელში გატეხონ ქართველი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობა.
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი ეს „კომისია“ არის ბნელი წარსული რევანშის გამოვლინება. კომისიაში არის ილია ინჯია, შევარდნაძის ეპოქის მეგა-კორუფციონერის ფრიდონ ინჯიას შვილი, რომელიც 90-იანი წლების პარლამენტში, სადაც მეც ვიყავი, ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ გადააყენა მინისტრობიდან. კომისიას ივანიშვილმა სათავეში ჩაუყენა წულუკიანი, რომლის მამის დამხვრეტ საქმიანობას წერტილი დავუსვი სწორედ მე, როცა პარლამენტში გავიტანე კანონი „ საქართველოში სიკვდილით დასჯის საბოლოო აკრძალვაზე“.
დაბრუნდნენ წარსულის მუმიები და ასახიჩრებენ ქართულ სახელმწიფოს. ივანიშვილმა 2012 წელს ჩაანაცვლა ჩვენი მთავრობის, რომელსაც დამარცხებული ჰყავდა კრიმინალი და კორუფცია. მან საქართველო გადაიყვანა აყვავების გზიდან, სამაგიეროდ ააყვავა კრიმინალი და კორუფცია.
საერთაშორისოდ სანქცირებული ღალატის კომისიის ამოცანა იყო ასევე ჩემი განადგურების ოპერაციის ბოლომდე მიყვანა, მას შემდეგ რაც მრავალი წელი ათასგვარი საზიზღრობა მომიგონეს, ციხეში მაწამეს და მომწამლეს. ისინი მოქმედებენ ტერორისტული მეთოდებით, დააპატიმრეს რა თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი.
მათ განსაკუთრებით ამწარებს ის გარემოება, რომ მიუხედავად ჩემი იზოლაციისა, როდესაც ჯერ ახშობდნენ ჩემს ხმას სასამართლო დარბაზში და შემდეგ საერთოდ აკრძალეს რეპორტაჟები ჩემდამი მხარდაჭერა კიდევ მეტად იზრდება, განსაკუთრებით კრიმინალური სინდიკატის მიერ ჩადენილი საზიზღრობების ფონზე.
ვინაიდან მე წლების განმავლობაში ვიყავი უკრაინის პოლიტიკის ცენტრში და ვარ უკრაინის ამაყი მოქალაქე, ჩემს მიმართ ისტერიული შეტევით რუსები ასევე სიგნალს უგზავნიან მებრძოლი უკრაინის ლიდერს თუ რა ბედი ელის მას იმ შემთხვევაში თუ ოკუპანტს არ დაუწვება.
2008 წელს მე ბევრი მომიწოდებდა დამეტოვებინა საქართველო და წავსულიყავი ემიგრაციაში სიკვდილის მუქარის ქვეშ. მე ფეხი არ მოვიცვალე, გავაკეთე ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია და ჩვენს ჯართან ერთად გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა.
ახლაც მყარად ვდგავართ, ვერაფერი გაგვტეხს, არ მივცემთ საშუალებას მტერს წაგვართვას ჩვენი ქვეყანა, რაზეც მეტყველებს ქართველების აქტიური წინააღმდეგობა. განსაკუთრებით ბოლო წლებში და თვეებში უამრავი ადამიანი დაიჭირეს, აწამეს და მაინც ვერ გატეხეს, ამიტომ ეს ბრძოლა უახლოეს ხანში უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე გადამწყვეტი, გაბედული ნაბიჯებით, ერთიანობით და მყარი გეგმით უნდა გამოვგლიჯოთ ოკუპანტს და მის დამქაშებს ხელიდან ჩვენი სამშობლო და გადავარჩინოთ ჩვენი შვილების მომავალი.
დიდება საქართველოს, თავისუფლებას დიდება! Слава Україні!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved