• რეკლამა
  • კონტაქტი
05:37, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ივანიშვილმა ყველა ის ეჭვი, ყველა ის პრეტენზია, რაც საზოგადოებაში იყო მის მიმართ, დაადასტურა” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:48 07-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
742

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხშვილი.

– ბატონო გია, როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნების ფაქტს?

–გაუგებარია, რა. მისი გამოჩენა, საერთოდ, ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ ისეთი ფორმით და ისეთი გზავნილით გამოჩნდა, რომ ასეთ გამოჩენას, სჯობდა საერთოდ არ გამოჩენილიყო.

– თქვენ ვარაუდობდით, რომ ივანიშვილი მალე გამოვიდოდა კულუარებიდან და რაღაც ფორმით გამოჩნდებოდა. მალე ახდა თქვენი პროგნოზი, არა?

– მე კი ვვრაუდობდი მის გამოჩენას, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ცეცხლს ჩააქრობდა. ახლა კი იმიტაციას ახდენს, ვითომ ცეცხლს აქრობს, მაგრამ სინამდვილეში, ნავთით გადაწყვიტა ცეცხლის ჩაქრობა. ფაქტობრივად, ივანიშვილმა ყველა ის ეჭვი, ყველა ის პრეტენზია, რაც საზოგადოებაში იყო მის მიმართ, დაადასტურა.

-კონკრეტულად რომელი ეჭვები დაადასტურა?

–ის თეორია, რომ ვიღაცა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა და თავად ამას ეწინაღმდეგებოდა. დაადასტურა, რომ ომის დაწყების ნაცვლად პირდებოდნენ მისი პირადი პრობლემების მოგვარებას. ამერიკის ელჩთან შეხვედრის თაობაზე გაჩენილი ეჭვები დაადასტურა. თუმცა, ეს ეჭვები თავად შემოაგდო საზოგადოებაში „ქართული ოცნების”
დეპუ
ტატების მეშვეობით, რომ ამ წერილისთვის საფუძველი შეემზადებინა. მისი ნათქვამი უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო. კონკრეტულად და დეტალურად არ თქვა, თუ რაზე ჰქონდა საუბარი ამერიკის ელჩთან.ყველაფერი უბედურება რაც არის, დაადასტურა.

–კი დაადასტურა, მაგრამ ეს მათთვის, ვისვისაც ივანიშვილის ნებისმიერი სიტყვა და აშკარა სიცრუეც კი, ეჭმიუტანელი ჭეშმარიტებაა. რეალურად, რამდენად სარწმუნო და დამაჯერებელია ის, რაც თავის წერილში დაწერა ივანიშვილმა?

–დღევანდელი გადმოსახედიდან, ძალიან ბრიყვი უნდა იყო, რომ ის დაიჯერო, ამერიკის ელჩი, შესაბამისად, ამერიკის ხელისუფლება ცდილობდა საქართველოს ომში ჩათრევას. ამის მით, ამერიკის ხელისუფლება კიდევ მეტად დაიპირისპირა. ჩვენ რომ უფრო პრინციპული პოზიცია დაგვეკავებინა რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, რუსეთი ჩვენთან ომს დაიწყებდა? დიდი ბოდიში, მაგრამ რამდენი ათეული ქვეყანა გამოვიდა პრინციპულად რუსეთის წინააღმდეგ და რომელთან დაიწყო ომი რუსეთმა? არც ერთთან. ან ახლა სად აქვს რუსეთს იმის თავი, რომ მეორე ფრონტი გახსნას და კიდევ რომელიმე ქვეყანას ეომოს? ასე, რომ ეს არის წმინდა წყლის პროპაგანდისტული წერილი, „ფეესბეს“ ხაზი, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს ყველა თავის ქმედებით. ბიძინა ივანიშვილმა ეს კიდევ ერთხელ დადასტურა და გვტყუებს, თითქოს ომისგან იხსნა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო, რაც სრული სიულელეა.

–კელი დეგნანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ლაპარაკობენ, ეს „ეფესბეს“ დეზინფორმაციის სახელმძღვნელოდან არისო. ივანიშვილის წერილის მესიჯებიც „ეფესბეს“სახელმძღვანელოდან აღებულს ჰგავს, არა?

-რა თქმა უნდა. ეს არის „ეფესბეს“ ნარატივი, რომ რუსეთის მიმართ შიში დანერგოს ქართულ საზოგადოებაში, შიშზე ავაგოთ ჩვენი პოლიტიკა და შესაბამისად ვიმოქმედოთ. რუსეთსაც ეს უნდა. რუსეთს არ უნდა, რომ ქართველებს გვიყვარდეს, უნდა, მისი გვეშინოდეს. გვეშინია კიდეც. ამას ნერგავენ ზუსტად ივანიშვილი და ოცნება.

-რა მოჰყვება ამ წერილს? რა გაგრძელება ექნება, რა გავლენა ქართულ პოლიტიკაზე?

–უფრო მეტი რადიკალიზმისკენ უბიძგა ხელისუფლებას და ოპოზიციას. უფრო გაღრმავდება პოლარიზაცია და ურთიერთდაპირისპირება პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში. ამ დროს, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემთხევევაში ველოდით ამ დაპირისპირების დასრულებას, კრიზისის ჩაქრობას და არა კრიზისის გამწვავებას, რაც გააკეთა ივანიშვილმა.

-ამერიკის ელჩმა, საელჩომ შესაძლოა, დაადასტურონ, რომ ეს შეხვედრა შედგა და სხვა რა არის მოსალოდნელი მათგან?

–ისინი გააკეთებენ დასკვნებს და შესაბამისად იმოქმედებენ. ცხადია, არ დაადასტურებენ იმ სისულელეს, რაც არ ყოფილა– ამერიკის ელჩის მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობას.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved