• რეკლამა
  • კონტაქტი
00:43, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილმა მითხრა, შენთან ვალში ვარ, მე ვარ შენი მევალეო… უცებ ყველა გაჩერდა“ – ნიკოლოზ რაჭველი

ალია ავტორი - ალია
11:04 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა თათია თოფურიას ახალ გადაცემაში ცნობილ პიროვნებებზე ისაუბრა, მათ შორის – მიხეილ სააკაშვილზე, ედუარდ შევარდნაძესა და ბიძინა ივანიშვილზე.

„ედუარდ შევარდნაძეს, ამ სიტყვის თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით, აღსარება აქვს ჩემთვის ნათქვამი ,,თვითმფრინავის ბიჭებთან” დაკავშირებით. ცრემლიანი საუბარი გვქონდა, მასაც ცრემლი ჰქონდა თვალებზე და მეც. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გაცნობას, მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი. თურქეთიდან ჩამოდიოდა დელეგაცია პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით. დაიგეგმა ორი ღონისძიება, ერთი ოპერაში გალა კონცერტი, რომელსაც დოი ამზადებდა და მეორე მცხეთაში, ვახშმის შემოქმედებითი ნაწილი მე ჩამაბარეს. ისე მოხდა, რომ ოპერის ღონისძიება გაუქმდა. დოიმ მომაკითხა მხარდასაჭერად.

მე და დოი სამზარეულოში ვიყავით, ერთგვარი კულისები გვქონდა იქ, საიდანაც ვმართავდით ღონისძიებას. უცებ მოვიდა სააკაშვილი და დოის ეუბნება, აუ, რა კარგი პროგრამა გაგიკეთებია, ამაყი ვარ უცხოელ დელეგაციასთან, უღრმესი მადლობაო. სანამ დოიმ უთხრა, რომ მე არა, ამის გაკეთებულიაო და ჩემკენ მოიხედა, სააკაშვილმა შემომხედა, ხელი დამადო და მითხრა, უგემრიელესია ყველაფერიო. შეფმზარეული ვეგონე.

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა რომ ჩამოართვეს და სახელოვნებო წრის წარმომადგენლებმა ხელმოწერები დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მე ,,ქართუდან” არანაირი დახმარება არ მქონია, ხელი მოვაწერე. იმის გამო, რაც ამ კაცმა სხვა თეატრებისთვის და ორკესტრებისთვის გააკეთა, მქონდა მადლიერება და მთელი გულით დავუჭირე მხარი ამ წერილს.

ბიძინა ივანიშვილს ცერემონიაზე შევხვდი, სადაც ბევრი ხალხი იყო. უცებ ხმამაღლა თქვა: ,,ნიკა, მე შენთან ვარ ვალში, მე ვარ შენი მევალე”. უცებ ყველა გაჩერდა, წამები დასჭირდათ, გაეცნობიერებინათ, ეს უმდიდრესი ადამიანი ვისი მევალე შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო და შევრჩი მე. ამას იუმორით ვიხსენებ და მსიამოვნებს, რომ ჩემი ვალი აქვს, მაგრამ უფრო მესიამოვნებოდა და გამიხარდებოდა, რაც იგულისხმა, ის რომ გაეკეთებინა.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved