• რეკლამა
  • კონტაქტი
23:18, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ივანიშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დასცინოს საქართველოს მოსახლეობას“ – ირაკლი კუპრაძე

ალია ავტორი - ალია
14:18 04-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
510

ლელო ძლიერი საქართველოა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

,,ივანიშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დასცინოს საქართველოს მოსახლეობას მაშინ, როცა საგანმანათლებლო სფერო, განსაკუთრებულად სასკოლო სფერო, დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, მან გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ შესთავაზოს დამცინავი, სარკასტული, ყალბი რეფორმა საქართველოს მოსახლეობას.

იმისთვის, რომ გავიაზროთ რა ხდება დღეს სასკოლო განათლებაში, მარტივია ჩავხედოთ სტატისტიკას, UNICEF-ის და საქსტატის ერთობლივი კვლევის თანახმად,

– ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში;
– ფულის არქონის გამო ბავშვთა 45.3% არ აქვს მისთვის სასურველი ერთი საგანმანათლებლო მასალაც კი, რაშიც იგულისხმება ლეპტოპი, წიგნები, სახატავი მასალა ან სამუსიკო ინსტრუმენტი.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა, PISA-ს კვლევით, საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა, მათემატიკში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილზე. ეს სტატისტიკა კიდევ ერთხელ მიუთითებს “ქართული ოცნების” და ივანიშვილის პირობებში სასკოლო განათლების კრახზე.

სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო, 2020-2025 წლებში სწავლა შეწყვიტა და საქართველოდან წავიდა 22 737 ბავშვი მშობლებთან და ოჯახთან ერთად.

საქართველოში 2080 სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 1400-მდე სკოლაში კვების ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს! საქართველოს მთავრობის 2023 წლის ანგარიშში, მათივე მონაცემებით, ქვეყანაში 1 მილიარდი ლარის ღირებულბის 800-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს და აქედან 50%-ზე მეტი არის პრობლემური. მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან და ესმით ის პრობლემა, რომ წლებია დაანგრიეს სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლები და მათი რეაბილიტაცია წლების განმავლობაში, მეექვსე, მეშვიდე, მერვე წელა არის დაუსრულებელი რის გამოც მშობლებს უწევთ მეორე, მესამე ცვლაში ტარება მოსწავლეების. ძირითად პრობლემას წარმოადგენს მათი გადაადგილება, უსაფრთხოება და სწავლის ხარისხი.

ამ ვითარებაში, როცა სიღარიბემ, შიმშილმა სასწავლო პროცესის დროს და სკოლებში შეჭამა საქართველოს მომავლის პერსპექტივები, ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვცინის და გამოდის ინიციატივით, რომ სასკოლო ფორმები შემოიღოს, პრიორიტეტად დააყენა ეს საკითხი მაშინ, როცა ყოველი მეორე და მესამე ბავშვი შიმშილობს, მაშინ, როცა ასობით სკოლა დანაგრეულია და მათი რეაბილიტაცია კორუფციული რისკების ფონზე პრობლემურად მიმდინარეობს ან საერთოდ არ მიმდინარეობს, წარმოუდგენელია, საუბრობდე სხვა ტიპის პრიორიტეტზე, ამ შემთხვევაში მშიერი ბავშვებისთვის ლამაზ ფორმებზე.

“ძლიერი საქართველო-ლელოსთვის, რომლისთვისაც ეს პრობლემა მნიშვნელოვანია, ბოლო ერთი წლის პირობებში, “ლელომ” დავაყენეთ სკოლებში უფასო კვების დანერგვის ინიციატივა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. 64 მუნიციპალიტეტი არსებობს საქართველოში და 63-ში დაყენებეული გვაქვს უფასო კვების ინიციატივა, საკრებულოებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, გორში, თელავში, ყველგან!”ქართული ოცნების” მხრიდან ყველა მუნიციპალიტეტში მივიღეთ პასუხი, რომ არა, თურმე არ არსებობს ამისთვის ბიუჯეტი, მაგრამ არსებობს ასეულობით მილიონი ლარის ბიუჯეტი იმისთვის, რომ განაახლონ ავტოპარკი და ახალი ძვირიანი მანქანები იყიდონ, არსებობს ყველაფრისთვის ბიუჯეტი, მაგრამ არ არსებობს მშიერი ბავშვებისთვის.

რატომ 64 მუნიციპალიტეტიდან 63-ში – 64-ე მუნიციპალიტეტი არის წალენჯიხა, სადაც უფასო კვების პროექტი არსებობს და ეს პროექტი სწორედ კოალიციურმა ოპოზიციურმა უმრავლესობამ შექმნა და “ლელომ” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში.

“ძლიერი საქართველო – ლელო” ბოლო წლებია აქტიურად ვაყენებთ ამ საკითხს და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას!

კიდევ ერთხელ გეტყვით რა უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ – უნდა შეწყდეს განათლების სფეროში კოსმეტიკური რეფორმები და ყურადღება მიექცეს მთავარს, განათლების ხარისხს, შიმშილის დაძლევას სასკოლო პროცესის დროს და ინფრასტრუქტურის განახლებას და სწრაფად დასრულებას. უნდა მოგვარდეს ის ძირითადი გამოწვევები, რაც გავლენას ახდენენ სასწავლო პროცესის ხარისხზე და მარტივი მოცემულობით უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტებად, რა არის უფრო სწრაფად გადასაჭრელი პრობლემა, ეს არის შიმშილი სასწავლო პროცესის დროს, თუ უბრალოდ ლამაზი ფორმები.

ივანიშვილი ვერ შეძლებს კიდევ ერთხელ მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები და გადაატანინოს ყურადღება არაარსებით პრობლემაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას როგორც რაიონულ, ისე საქალაქო და მუნიციპალურ დონეზე და აუცილებლად მივაღწევთ უფასო კვებას სკოლებში ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ განათლებული, ძლიერი და ჯანსაღი მომავალი თაობა.“

თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved