• რეკლამა
  • კონტაქტი
06:32, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილისთვის არასასურველია ნებისმიერი, ვისაც თავმოყვარეობა უჩნდება” – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
23:32 12-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:

“ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკა თავისთავად გულისხმობს მხოლოდ პარტიის, როგორც კოლექტივის მორჩილ ადამიანურ რესურსებს, თუმცა, როგორც გადაწყვეტილების ალგორითმი, დღეს მიღებულია მენეჯერული უნარების მქონე პირის დანიშვნა არა იმდენად დარგობრივი სივრცის წიაღიდან, არამედ მენეჯერული უნარებიდან გამომდინარე.

ეს მიდგომა მუდმივად იყო და განსაკუთრებით წინა ხელისუფლებამ წამოწია. მაგალითად, ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; დიმიტრი შაშკინი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი იყო, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან განათლების მინისტრად გადაიყვანეს. განათლების მინისტრად, ზოგადადაც, ნაკლებად გვევლინებოდნენ დარგობრივი სპეციალისტები უწყების პირველ პირებად. ზურაბ ნოღაიდელი, ყოფილი პრემიერ მინისტრი, ფიზიკოსი იყო, რომელიც პრემიერობამდე ფინანსთა მინისტრად მუშაობდა. დავით ტყეშელაშვილი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრიც იყო ერთ ხანს, სამართალმცოდნე იყო და ა.შ.

მსგავსი სია ვრცელი შეიძლება გამოვიდეს.

თემა თავისთავად ის კი არ არის, უწყების პირველი პირი არის თუ არა დარგობრივი სპეციალისტი, ესა თუ ის ხელისუფლება ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას აგებს ან დარგობრივი გამოცდილებით ან მენეჯერული უნარებით, ამ უკანასკნელის მომხრე კიდეც ვარ და ვიყავი ადრეც, რადგან უწყების მართვა ხდება სწორი მენეჯერული უნარების მიხედვით, რომელიც გარკვეულ დონეზე კი მოითხოვს დარგობრივი კომპეტენციების ქონას, მაგრამ არ ქმნის ვალდებულებას მხოლოდ დარგობრივი კომპეტენციებიდან ამოდიოდეს, ამისთვის არსებობენ მოადგილეები, ქვეუწყებების ხელმძღვანელები და ა.შ.

ჩვენს თანამედროვე საკადრო პოლიტიკაში არაა გადამწყვეტი პრობლემა მხოლოდ არა დარგობრიობა, არამედ პრობლემაა უწყებების პირებად მმართველი პოლიტიკური კოლექტივისათვის კონფორმისტულობა. ეკა ტიკარაძე ნაკლებად იყო კონფორმისტი, ის იბრძოდა თავისი ძალაუფლებისთვის და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარისათვის, ეს გახდა მთლიანობაში მისი წასვლის მთავარი პირობა და ეს კონფორმიზმი, სადაც მაღალი თანამდებობის პირი მხოლოდ შემსრულებელია და არა მწარმოებელი ხელისუფლებისათვის, არის საკადრო პოლიტიკის ძირითადი კონცეფცია.

“ქართული ოცნება” , პირადად ბიძინა ივანიშვილი, ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, კოლექტივთან შეუთანხმებელ პირს, ვერ იტანს თავისუფლების მოყვარეობას და ამ კოლექტიურობისგან გამორჩევას. ესაა ფუნდამენტი ამ მნიშვნელოვანი პრობლემისა და არა მაინც და მაინც ის, რომ ვიღაც შრომითი ბიოგრაფიით არ მიესადაგება ამა თუ იმ დარგს პირდაპირად. მინისტრობა არის არა დარგობრივი ძალაუფლება, არამედ საშემსრულებლო ადმინისტრატორობა. ეს არის ავტოკრატიზმის და ასევე ოლიგარქიზმის ბუნებაც. თუ ძალაუფლების ვიწრო სივრციდან არაა წარმოდგენილი პირი, ის არასასურველია.

ივანიშვილის და მისი წარმომადგენელი ვიწრო ჯგუფისთვის არასასურველია ნებისმიერი, ვისაც ავტონომიურობის სურვილი და სტატუსური თავმოყვარეობა უჩნდება, ვინც თავიანთ გუნდშივე იბრძვის იმ ძალაუფლებისთვის, რომელიც ფორმალურად მინიჭებული აქვს, მაგალითებისთვის მარტივად შეგვიძლია გავიხსენოთ კვირიკაშვილიც, გახარიაც, ტიკარაძეც.

კლანიზმი გულისხმობს კლანის წევრების უსიტყვო მორჩილებას და არა მოქმედების ნებელობას – ესაა “ქართული ოცნების” მართვის მახინჯი კონცეფცია, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ ასეთი ადმინისტრაციულობის სახით განსაკუთრებით დღეს არის რეინკარნირებული.”

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved